შიმონ პერესი
From Wikipedia, the free encyclopedia
შიმონ პერესი (ებრ. שמעון פרס, არაბ. شمعون بيرس, დაბადებით Szymon Perski; დ. 2 აგვისტო, 1923, აღმოსავლეთი პოლონეთი — გ. 28 სექტემბერი, 2016, თელ-ავივი, ისრაელი) — ისრაელის სახელმწიფო მოღვაწე, რომლის პოლიტიკური კარიერა 65 წელზე მეტს ითვლის. 1984-1986 და 1995-1996 წლებში იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრი. 2007 წლის ივნისში აირჩიეს ისრაელის პრეზიდენტად. ეს პოსტი ოფიციალურად დაიკავა 2007 წლის 16 ივლისს. შიმონ პერესი იყო ისრაელის მეცხრე პრეზიდენტი, 2007-14 წლებში. ასევე გახლდათ პრემიერ-მინისტრი (ორჯერ) და დროებითი პრემიერ-მინისტრიც 1970-90 წლების პერიოდში. პერესი, საკუთარი კარიერის მანძილზე, თორმეტი კაბინეტის წევრი გახლდათ და წარმოადგენდა ხუთ პოლიტიკურ პარტიას. შიმონ პერესი 1959 წლის ნოემბერში აირჩიეს ქნესეტში, 2006 წელს სამთვიანი შეფერხების მიუხედავად, მას ეს თანამდებოდა უწყვეტად ეკავა, სანამ 2007 წლის 13 ივნისს პრეზიდენტად არ აირჩიეს (ეს მოხდა ქნესეთის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით - 58 ხმით). 2014 წელს, პენსიაზე გასვლისას, პერესი ითვლებოდა უხუცეს სახელმწიფო მეთაურად, რომელიც ისრაელს აქამდე ჰყოლია.
ამ სტატიას სჭირდება სქოლიოები (წყაროები). |
შიმონ პერესი | |
ისრაელის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 ივლისი, 2007 – 24 ივლისი, 2014 | |
წინამორბედი | მოშე კაცავი |
მემკვიდრე | რუვენ რივლინი |
ისრაელის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 ნოემბერი, 1995 – 18 ივნისი, 1996 | |
პრეზიდენტი | ეზერ ვეიცმანი |
წინამორბედი | იცხაკ რაბინი |
მემკვიდრე | ბენჯამინ ნეთანიაჰუ |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 სექტემბერი, 1984 – 20 ოქტომბერი, 1986 | |
პრეზიდენტი | ხაიმ ჰერცოგი |
წინამორბედი | იცხაკ შამირი |
მემკვიდრე | იცხაკ შამირი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 აპრილი, 1977 – 21 ივნისი, 1977 | |
წინამორბედი | ეფრაიმ კაცირი |
მემკვიდრე | იცხაკ რაბინი |
დაბადებული | 2 აგვისტო, 1923 ვიშნიევა, პოლონეთი (ამჟამად ბელარუსი) |
გარდაცვლილი | 28 სექტემბერი, 2016 (93 წლის) რამათ-განი, ისრაელი |
მეუღლე | სონია გელმანი |
შვილები | 3 |
ხელმოწერა |
მცირე ასაკიდანვე შიმონ პერესი განთქმული იყო ორატორობით. ის აირჩია პროტეჟედ დავიდ ბენ-გურიონმა. მან თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1940-იანი წლების ბოლოს, 1948 წლის არაბეთ-ისრაელის ომის დროს მას ეკავა მრავალი დიპლომატიური თუ სამხედრო თანამდებობა. მისი პირველი მაღალი დონის სამთავრობო თანამდებობა გახლდათ - თავდაცვის გენერალური დირექტორის მოადგილე, 1952 წელს, როცა სულ რაღაც 28 წლის იყო, ხოლო დირექტორი გახლდათ 1953-59 წლებში. 1956-ში შიმონი მონაწილეობდა ისტორიულ მოლაპარაკებებში სევრეს პროტოკოლის შესახებ, რომლის ავტორი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - ენტონი იდენი გახლდათ . 1963 წელს პერესმა მოლაპარაკებები გამართა აშშ-ს პრეზიდენტ - ჯონ კენედისთან, რის შემდეგაც ამერიკამ ისრაელს მიჰყიდა ჰოკის ანტი-საზენიტო რაკეტები.
შიმონ პერესმა ჩაანაცვლა იცხაკ რაბინი და გახდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი 1977 წელს, სანამ თავად დაიკავებდა ამ თანამდებობას 1984-86 წლებში. საგარეო მინისტრის როლში პერესმა შეადგინა ისრაელ-იორდანიის სამშვიდობო ხელშეკრულება და 1994 წელს მიიღო ნობელის პრემია რაბინთან და იასირ არაფატთან ერთად. 1996 წელს მან დააარსა „პერესის მშვიდობის ცენტრი“, რომლის მიზანია: „მშვიდობა და წინსვლა შუა აღმოსავლეთში, ეკონომიკური თუ ტექნოლოგიური განვითარება და კეთილდღეობა“. შიმონ პერესი გახლდათ პოლიგლოტი, საუბრობდა პოლონურად, ფრანგულად, ინგლისურად, რუსულად და ებრაულად. შიმონი გახლდათ პოეტი და კომპოზიტორი. შეხვედრებისას ლექსებს წერდა და შემდეგ ამ ლექსებზე სიმღერებს თხზავდნენ. იგი დაინტერესებული იყო ფრანგული ლიტერატურითა და ჩინური ფილოსოფიით. შიმონ პერესი ინსულტით გარდაიცვალა, 2016 წლის 28 სექტემბერს, თელ-ავივთან ახლოს.