შვედეთის პროვინციები
From Wikipedia, the free encyclopedia
ss vapenშვედეთის პროვინციები — ისტორიული, გეოგრაფიული და კულტურული რეგიონები. პოლიტიკური თვალსაზრისით, შვედეთის პროვინციებს არ გააჩნიათ ადმინისტრაციული ფუნქციები, თუმცა ისტორიულ-კულტურული თავისებურებების გამო მათი გამოყოფა ტრადიციულადაა დამკვიდრებული.
რამდენიმე მათგანი 1634 წლამდე წარმოადგენდა შვედეთის ქვე დანაყოფს, შემდგომ ისინი შეიცვალნენ ადმინისტრაციული ერთეულებით -ლენებით (შვედ. län). რამდენიმე მათგანი წართმეული იქნა დანია-ნორვეგიის კავშირისგან, რამდენიმე ფინეთის პროვინცია კი დაკარგული. მხოლოდ ლაპლანდიაა ერთადერთი პროვინცია რომელიც შვედეთმა მოიპოვა კოლონიზაციის საშუალებით.
ზოგიერთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ერთეული ლენი და ისტორიული პროვინცია თითქმის ემთხვევა ერთმანეთს, მაგალითად ბლეკინგე პროვინცია და ბლეკინგე ლანი. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ასე არ ხდება ასევე 1990-იან წლებში პროვინციების ისტორიული საზღვრების გაუთვალისწინებლად შეიქმნა რამდენიმე ახალი ლენი.
შვედეთის პროვინციები დღემდე გამოიყენება სასაუბრო ენასა და ხელოვნებაში, თუმცა მათ აღარ აქვთ ის დატვირთვა რაც ისტორიულად ჰქონდათ. პროვინციაში მაცხოვრებელი ხალხი თავს ხანდახან არა პროვინციის არამედ ლანის მკვიდრად მიიჩნევს.