შვედეთის მონარქების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
შვედეთის მონარქების სიაში წარმოდგენილია იმ ადამიანების სია, რომლებიც მართავდნენ შვედეთს მთელი მისი არსებობის მანძილზე. აღსანიშნავია, რომ შვედეთის თითქმის ყველა მონარქი მამაკაცი იყო და დღესაც მამაკაცია, თუმცა არსებობს ოთხი გამონაკლისი, როდესაც შვედეთის მონარქი ქალი იყო. ასევე აღსანიშნავია, რომ კალმარის უნიის პერიოდში (1397-1523) შვედეთს, დანიასა და ნორვეგიას საერთო მონარქები ჰყავდათ, ასევე საერთო მონარქები ჰყავდათ შვედეთსა და ნორვეგიას 1814-1905 წლებში.