შენგრაბენის ბრძოლა (აგრეთვე ცნობილი როგორც ჰოლაბრუნის ბრძოლა) — მესამე კოალიციის ომის ერთ-ერთი ბრძოლა, რომელშიც 1805 წლის 4 (16) ნოემბერს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რუსეთის არმიის არიერგარდი, პეტრე ბაგრატიონის და საფრანგეთის არმიის კორპუსი იოახიმ მიურატის მეთაურობით. იმის მიუხედავად, რომ ფრანგებმა მცირერიცხოვან მტერზე ტაქტიკურად გამარჯვება მოიპოვეს, ბრძოლა რუსების სტრატეგიული წარმატებით დამთავრდა, რადგან არიერგარდმა შეძლო მტერი ორი დღით შეეყოვნებინა და ძირითადი არმიის უკან დახევა უზრუნველყო.
სწრაფი ფაქტები შენგრაბენის ბრძოლა, თარიღი ...
დახურვა