შარჯა (საამირო)
საამირო / From Wikipedia, the free encyclopedia
შარჯა (არაბ. الشارقة) —საამირო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ამავე სახელწოდების დედაქალაქით. ქვეყნის შვიდი საამიროდან, მესამე ადგილზეა როგორც ტერიტორიის, ასევე მოსახლეობის მიხედვით.
ფართობი -2,590 კვ. კმ. , რაც უდრის არაბთა გაერთიანებული საამიროების მთლიანი ტერიტორიის 3,3 პროცენტს, კუნძულების გამოკლებით. მოსახლეობა 1,400,000 კაცზე მეტია (2015) [1] შარჯას საამირო ერთადერთია, რომელსაც სახმელეთო გასასვლელი აქვს როგორც სპარსეთის ისე ომანის ყურეებზე.
შარჯას საამიროში შედის ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ექსკლავები: ქალბა, დიბბა ალ-იზნი და კორფაქანი. შარჯას მახლობლად არის არაბთა გაერთიანებული საამიროების სიდიდით მეორე ქალაქი, დუბაი.
მმართველობის ფორმა არის კონსტიტუციური მონარქია. საამიროს მმართველია შეიხი სულთან ბინ მუჰამედ ალ-ქასიმი 1972 წლისდან.