შაბდრუნგი
From Wikipedia, the free encyclopedia
შაბდრუნგ ნგავანგ ნამგიალი (დ. 1594 — გ. 1651) — ბჰუტანის დამაარსებელი, მეფე და ბუდისტური სკოლის დრუკპა კაგიუს მღვდელმსახური. მან ქვეყნის გაერთიანება შეძლო დაახლოებით 1630 წელს და მისცა მას კუტურული და სახელწიფოებრივი დამოუკიდებლობა, გამოყო რა ის ტიბეტის სახელმწიფოსაგან.
შაბდრუნგის ფესვები მოდის ტიბეტის გავლენიანი რელიგიური ოჯახისაგან. მისი პაპა გამოძევებული იქნა ტიბეტიდან გელუგის სკოლასთან დაპირისპირების გამო, რის შემდგომაც ის პაროს მთიულეთში დასახლდა, ბჰუტანის დასავლეთით, სადაც მკვიდრნი კაგოიუს სკოლის მიმდევრები იყვნენ.