ყვითელი იმპერატორი
From Wikipedia, the free encyclopedia
ყვითელი იმპერატორი (ჩინ.: 黄帝; ფინინი: Huángdì) — ასევე ცნობილი, როგორც ყვითელი თეარქი ან ხუანგ ტი. ჩინური კულტურის გამორჩეული გმირი და სუვერენი. რომელიც ლეგენდარულ სამ სუვერენსა და ხუთ იმპერატორს (ჩინ.: 三皇五帝; ფინინი: sānhuáng wǔdì) შორის ერთ-ერთია. ჩინურ რელიგიაში წარმოადგენს ცალკეულ ღვთაებას (ჩინ.: 神; ფინინი: shén) ან შედის ხუთი რეგიონის უმაღლეს ღვთაებათა (ჩინ.: 五方上帝; ფინინი: Wǔfāng Shàngdì) რიცხვში.[1] იეზუიტმა მისიონერებმა, ჩინური ქრონიკებისა და მეოცე საუკუნეში უნივერსალური კალენდრის გამოყენებით გამოიანგარიშეს იმპერატორი ხუანგ ტის მეფობის თარიღები, რომელიც ემთხვევა ძვ.წ. 2697-2597 ან 2698-2598 წლებს.
ყვითელი იმპერატორი | |
---|---|
黃帝 | |
ყვითელი იმპერატორი, სამარხში აღმოჩენილი გამოსახულება, ახ.წ II საუკუნის შუა ხანები. წარწერაში ნათქვამია: "ყვითელმა იმპერატორმა შექმნა და შეცვალა ბევრი რამ; მან გამოიგონა იარაღი და ჭაბურღილის სისტემა; მან შექმნა ზედა და ქვედა სამოსი, დააარსა სასახლეები და სახლები." | |
ჩინეთი | |
წინამორბედი: | ფუსი |
მემკვიდრე: | ჭუან სუ ან შაო ხაო |
დაბ. ადგილი: | გონგსუნი ან სუეიუენი |
მამა: | შაო ტიენი |
დედა: | ფუ პაო |
ხუანგ ტის კულტის არსებობის პირველ დადასტურებულ ცნობებს მეომარი სახელმწიფოების პერიოდში (ძვ.წ. 481/403 - ძვ.წ. 221 წწ.) ვხვდებით და ფართო ფენებში პოპულარული ადრეული ხანის დინასტიის დასაწყისში ხდება, როდესაც იგი აღქმულ იქნა, როგორც ცენტრალიზებული სახელმწიფოს დამფუძნებელი, კოსმიური მმართველი და ეზოთერული ხელოვნების მფარველი. ყვითელი იმპერატორის სახელს მიეწერება მრავალი კრებული, როგორიც არის ხუანგ ტი ნეიძინგი - ჩანაწერები სამედიცინო სფეროზე და პოლიტიკური ტრაქტატები - ხუანგ ტი სიძინგი. ჩინეთის იმპერიული პერიოდის განმავლობაში კულტის გავლენა მცირდება, მეოცე საუკუნის დასაწყისში, ცინგის მანჯურიელთა დინასტიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს იმპერატორი ხუანგი გახდა ხანელი მოსახლეობის გმირად. ყვითელი იმპერატორი დღემდე რჩება ჩინური ნაციონალიზმის სიმბოლოდ.[2]
მის სახელს მიაწერენ მრავალ გამოგონებას, დაწყებული მთვარისმიერი კალენდრით (ჩინური კალენდარი), ტაოიზმით,[3] ხის სახლებით, ნავებით, ურმებით,[4] კომპასის ნემსით,[5] დამწერლობის ადრეული ფორმებით,[6] ცივილიზაციით,[7] ფეხბურთის ადრეული ფორმით და სხვა. ყვითელი იმპერატორი მიჩნეულია ხანის (მოგვიანებით ჩინური) კულტურის სულისჩამდგმელად.