ღორების ყურის ოპერაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ღორების ყურის ოპერაცია (ესპ. invasión de bahía de Cochinos; ზოგჯერ უწოდებენ invasión de playa Girón ან batalla de Girón, პლაია ხირონის გამო) — წარუმატებელი სადესანტო ოპერაცია კუბის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც 1961 წელს, ფიდელ კასტროს კუბის რევოლუციის მოწინააღმდეგე კუბელმა დევნილებმა განახორციელეს. ოპერაცია ფარულად იყო დაფინანსებული ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ, ცივი ომის პერიოდში და მისი წარუმატებლობამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ძვრები საერთაშორისო ურთიერთობებში კუბას, შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის.
ღორების ყურის ოპერაცია | |||
---|---|---|---|
ცივი ომის ნაწილი | |||
კუბელი ძალების კონტრ-შეტევა | |||
თარიღი | 1961, 17-20 აპრილი | ||
Casus belli | კუბის რევოლუცია | ||
შედეგი | კუბელების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
ღორების ყურის ოპერაცია ვიკისაწყობში |
1952 წელს ამერიკელთა მოკავშირემ, ფულგენსიო ბატისტამ, მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება კუბის პრეზიდენტ კარლოს პრიოს წინააღმდეგ და აიძულა პრიო გადასახლებულიყო მაიამიში. მისმა გადასახლებამ შთააგონა ფიდელ კასტრო შეექმნა 26 ივლისის მოძრაობის. მოძრაობამ წარმატებით დაასრულა კუბის რევოლუცია 1958 წლის დეკემბერში. კასტრომ ნაციონალიზაცია გაუწია ამერიკულ ბიზნესს, ბანკების, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, შაქრისა და ყავის პლანტაციების ჩათვლით, ხოლო შემდეგ გაწყვიტა კუბის მანამდე საკმაოდ ახლო ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და დაუკავშირდა მის ცივი ომის კონკურენტს, საბჭოთა კავშირს. ამის საპასუხოდ, აშშ-ს პრეზიდენტმა დუაიტ დ. ეიზენჰაუერმა გამოუყო 13.1 მილიონი აშშ დოლარი ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) 1960 წლის მარტში, კასტროს წინააღმდეგ გამოსაყენებლად. კუბის კონტრრევოლუციონერების დახმარებით CIA–მ მოახერხა შემოჭრის ოპერაციის ორგანიზება.
კასტროს გამარჯვების შემდეგ, კუბელმა დევნილებმა, რომლებიც აშშ-ში გაემგზავრნენ, შექმნეს კონტრრევოლუციური სამხედრო ნაწილი — ბრიგადა 2506. ბრიგადა დემოკრატიული რევოლუციური ფრონტის შეიარაღებულ ფრთას (DRF) შეუდგა. მისი მთავარი მიზანი კასტროს ზრდადი კომუნისტური მთავრობის დამხობა. CIA-მ დააფინანსა ბრიგადა, რომელიც ასევე შეიცავდა აშშ-ს ზოგიერთ სამხედრო [4] პერსონალს და ატარებდა დანაყოფის ვარჯიშებს გვატემალაში.
კუბაში შეჭრა იყო აშშ–ს საგარეო პოლიტიკის მარცხი. ამ კონფლიქტში ამერიკის დამარცხებამ გაამყარა კასტროს, როგორც ეროვნული გმირის როლი და გააფართოვა პოლიტიკური განხეთქილება ორ ყოფილ მოკავშირე ქვეყანას შორის. მან ასევე ბიძგი მისცა კუბას საბჭოთა კავშირთან მიახლოებისკენ. საბოლოოდ საბჭოთა-კუბის გაძლიერებულმა ურთიერთობებმა 1962 წელს გამოიწვია კუბის სარაკეტო კრიზისი.