ფრიდრიხ ვილჰელმ IV
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრიდრიხ ვილჰელმ IV ფრიდრიხ ვილჰელმ ფონ ჰოენცოლერნი, (გერმ. Friedrich Wilhelm von Hohenzollern; დ. 15 ოქტომბერი, 1795, ბერლინი — გ. 2 იანვარი, 1861, პოტსდამი) — პრუსიის მეფე 1840-1861 წწ. ფრიდრიხ ვილჰელმ IV — ფრიდრიხ ვილჰელმ III უფროსი ვაჟი და გერმანიის იმპერიის პირველი კაიზერის ვილჰელმ I ძმა.
სწრაფი ფაქტები პრუსიის მე-6 მეფე, მმართ. დასაწყისი: ...
ფრიდრიხ ვილჰელმ IV | |
---|---|
Friedrich Wilhelm IV | |
პრუსიის მე-6 მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 4 ივნისი, 1840 |
მმართ. დასასრული: | 2 იანვარი, 1861 |
წინამორბედი: | ფრიდრიხ ვილჰელმ III |
მემკვიდრე: | ვილჰელმ I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 15 ოქტომბერი, 1795 |
დაბ. ადგილი: | ბერლინი |
გარდ. თარიღი: | 2 იანვარი, 1861 |
გარდ. ადგილი: | პოტსდამი |
მეუღლე: | იზაბელა |
დინასტია: | ჰოენცოლერნი |
მამა: | ფრიდრიხ ვილჰელმ III |
დედა: | ლუიზა |
დახურვა
ხელი შეუწყო 1848–1849 წლების რევოლუციის ჩახშობას და პრუსიაში მკაცრი რეაქციის დამყარებას. ამავე დროს იძულებული გახდა შემოეღო კონსტიტუცია (1850). 1849 წლის გაზაფხულზე უარი თქვა იმპერატორის გვირგვინზე რომელიც ფრანკფურტის ეროვნულმა კრებამ (1848–1849) შესთავაზა. 1857 წელს ჩამოშორდა სახელმწიფო საქმიანობას ფსიქიკური დაავადების გამო.