ფრიდრიხ ვილჰელმი (ბრანდენბურგის კურფიურსტი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრიდრიხ ვილჰელმ I ბრანდენბურგელი (გერმ. Friedrich Wilhelm von Brandenburg; 16 თებერვალი 1620, შპრეეს კელნი — 29 აპრილი 1688, პოტსდამი) — ბრანდენბურგის კურფიურსტი, რომელსაც შეარქვეს „დიდებული კურფიურსტი“ (გერმ. Großer Kurfürst), და პრუსიის ჰერცოგი ჰოენცოლერნების დინასტიიდან. კურფიურსტ გეორგ ვილჰელმისა და ელიზაბეტ შარლოტ პფალცელის ვაჟი, ბრანდენბურგ-პრუსიის სახელმწიფოს დამაარსებელი.