ფოლკსპოლიცაი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფოლკსპოლიცაი (გერმ. Volkspolizei - "სახალხო პოლიცია") — გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (აღმოსავლეთი გერმანია) ეროვნული პოლიცია, რომლის განყოფილებებს საზოგადოება მეტსახელად "ფოპოსს" (VoPos) უწოდებდა. ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას და გაუქმდა გერმანიის გაერთიანების შემდეგ. ფოლკსპოლიცაის ოფიცრებს ჯარისკაცების მსგავსად წვრთნიდნენ, რათა მათ ეფექტურად შეძლებოდათ აღმ. გერმანიის მთავრობის პოლიტიკის გატარება.