ფლორენციის საკათედრო ტაძარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფლორენციის საკათედრო ტაძარი (იტალ. Duomo di Firenze) — საკათედრო ტაძარი იტალიის ქალაქ ფლორენციაში. ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1296 წელს გოტიკურ სტილში არნოლფო დი კამბიოს დიზაინით და სტრუქტურულად დასრულდა 1436 წლისთვის, ფილიპო ბრუნელესკის [1] მიერ შემუშავებული გუმბათით.ბაზილიკის გარე მხარე მოპირკეთებულია პოლიქრომული მარმარილოს პანელებით მწვანე და ვარდისფერ ფერებში, შემოსაზღვრულია თეთრი მარმარილოთი და აქვს ემილიო დე ფაბრისის მე-19 საუკუნის გოტიკური აღორძინების დახვეწილი ფასადი.
საკათედრო კომპლექსი, პიაცა დელ დუომო, მოიცავს ბაპტისტერიას და ჯოტოს კამპანილეს . ეს სამი შენობა არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ბაზილიკა იტალიის ერთ-ერთი უდიდესი ეკლესიაა და მისი გუმბათი არის ყველაზე დიდი აგურის გუმბათი, რომელიც ოდესმე აშენებულა.
საკათედრო ტაძარი არის ფლორენციის არქიეპისკოპოსის დედა ეკლესია, რომლის მთავარეპისკოპოსი არის ჯუზეპე ბეტორი .