ფინანსური კრიზისი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფინანსური კრიზისი — ნებისმიერი ფინანსური ინსტრუმენტის ღირებულების მკვეთრი ვარდნა. XX-XX საუკუნეების ფინანსური კრიზისების უმეტესობა საბანკო კრიზისთან იყო დაკავშირებული და იწვევდა პანიკას. ამ პერიოდის ყველაზე გლობალური ეკონომიკური ვარდნა იყო „დიდი დეპრესია“. ტერმინი, ასევე, გამოიყენება საფონდო ბაზარზე სიტუაციის შესაფასებლად, როდესაც „სკდება“ „ეკონომიკური ბუშტები“.
„ფინანსური კრიზისი“ ყოველდღიურ მეტყველებაში — შემოსავლის ან ნაღდი ფულის სიმცირე (მაგ. სალიკვიდაციო კრიზისი).