ფილიპინების პროვინციები
From Wikipedia, the free encyclopedia
ფილიპინების პროვინციები (ფილ: mga lalawigan/probinsya ng Pilipinas) პირველი დონის ძირითადი პოლიტიკური და ადმინისტრაციული ერთეულებია. დღეისთვის ფილიპინებში 81 პროვინციაა, რომლებიც შემადგენელ ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად იყოფა. ეროვნული დედაქალაქის რეგიონის ადგილობრივი მმართველობის ერთეული და დამოუკიდებელი ქალაქები პროვინციებისგან დამოუკიდებლად იმართება. ყოველ პროვინციას არჩეული გუბერნატორი და პროვინციული საბჭო (Sangguniang Panlalawigan) მართავს. ყველა პროვინცია ფილიპინების პროვინციების ლიგის წევრია.[1]
გეოგრაფიულ, კულტურულ და ეთნოგრაფიულ მახასიათებლებზე დაყრდნობით პროვინციებს 17 რეგიონად აჯგუფებენ. 13 რეგიონი გეოგრაფიული მდებაროების შესაბამისად (ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ) ნომრებით მოიხსენიება, ხოლო ოთხი მათგანი დანომრილი არ არის: კორდილიერის ადმინისტრაციული რეგიონი, ეროვნული დედაქალაქის რეგიონი, სამხრეთ-დასავლეთ ტაგალოგის რეგიონი და მუსლიმურ მინდანაოში ბანგსამოროს ავტონომიური რეგიონი.