ფეჰლავური დამწერლობა
From Wikipedia, the free encyclopedia
ფეჰლავური დამწერლობა — გამოიყენებოდა როგორც ირანული ენების დამწერლობა ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის IX საუკუნემდე. ფაჰლავური დამწერლობის არსებითი მახასიათებლებია: არამეული დამწერლობის სიმბოლოების გამოყენება და არამეული სიტყვების როგორც ჰეტეროგრამების გამოყენება (ამ მოვლენას ეწოდება ჰოზვარიშნი - არქაიზმები).
ფეჰლავური დამწერლობა | ||
---|---|---|
ტიპი: | კონსონანტური, ლოგოგრამული | |
ენები: | ირანული ენები | |
დროის პერიოდი: | ძვ. წ. 400 - 900 | |
წინამორბედი დამწერლობები: | ეგვიპტური იეროგლიფები პროტო-სემიტური დამწერლობა ფინიკიური დამწერლობა არამეული დამწერლობა ფეჰლავური დამწერლობა | |
წარმოებული დამწერლობები: | ავესტური დამწერლობა | |
ფეჰლავურის ნიმუშები აღმოჩენილია ირანული ენების შემდეგ დიალექტებზე: პართიული, შუა-სპარსული, სოგდიური, სკვითური, საკანური. იმის მიუხედავად, თუ რომელი დიალექტისთვის გამოიყენებოდა დამწერლობის სისტემა ყოველთვის მოიხსენიება ფეჰლავად.
ფეფლავური ეარმოადგენს არამეულის სიმბოლოების (ლოგოგრამები) და სასაუბრო შუა-ირანულის ნაზავს.
ფეჰლავი შეიძლება განისაზღვროს, როგორც არსებული დამწერლობა რომელიც მორგებულია გარკვეულ ენობრივ ჯგუფს, თუმცა მისი ზოგიერთი თვისება უცხოა ამ ენათა ჯგუფისთვის. მას განსხვავებული ენობრივი თვისებები აქვს. ამ მახასიათებლის გამო ის აერთიანებს ბევრ ორალურ კომპოზიციას.