ფერდინანდ II (ავსტრიის ერცჰერცოგი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ფერდინანდ II ავსტრიელი (გერმ. Ferdinand II von Österreich; დ. 14 ივნისი, 1529, ლინცი, ავსტრია — გ. 24 იანვარი, 1595, ინსბრუკი, ავსტრია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენილი. საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ანა უნგრელის ვაჟი. შუა ავსტრიისა და ტიროლის მმართველი. პირველად ცოლად შეირთო ფილიპინა ველსტერი, მისი სიკვდილის შემდეგ კი მანტუის ჰერცოგის ასული ანა კატერინა გონძაგა, რომელთანაც შეეძინა საღვთო რომის მომავალი იმპერატრიცა ანა ჰაბსბურგ-ტიროლელი, რომლის იმპერატორ მატიასზე ქორწინებითაც ტიროლი საბოლოოდ დაექვემდებარა ავსტრიას.
სწრაფი ფაქტები შუა ავსტრიის ერცჰერცოგი, მმართ. დასაწყისი: ...
ფერდინანდ II | |
---|---|
შუა ავსტრიის ერცჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 25 ივლისი, 1564 |
მმართ. დასასრული: | 24 იანვარი, 1595 |
წინამორბედი: | ფერდინანდ I |
მემკვიდრე: | მატიას I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 14 ივნისი, 1529 |
დაბ. ადგილი: | ლინცი, ავსტრია |
გარდ. თარიღი: | 24 იანვარი, 1595, (65 წლის) |
გარდ. ადგილი: | ინსბრუკი, ავსტრია |
მეუღლე: |
ფილიპინა ველსტერი ანა კატერინა გონძაგა |
შვილები: |
ანდრეა, ბრიქსენის ეპისკოპოსი კარლი, ბარგუს ლანდგრაფი მარია ანა, საღვთო რომის იმპერატრიცა |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | ფერდინანდ I, საღვთო რომის იმპერატორი |
დედა: | ანა უნგრელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა