ფარდობითობის თეორია
From Wikipedia, the free encyclopedia
ფარდობითობის თეორია, როგორც წესი, აერთიანებს ალბერტ აინშტაინის ორ ურთიერთდაკავშირებულ ფიზიკურ თეორიას: სპეციალურ ფარდობითობის თეორიასა და ფარდობითობის ზოგად თეორიას, რომლებიც 1905 და 1915 წლებში გამოქვეყნდა. [1] ფარდობითობის სპეციალური თეორია სამართლიანია ყველა ფიზიკურ მოვლენისთვისგრავიტაციის არარსებობის შემთხვევაში. ფარდობითობის ზოგადი თეორია ხსნის გრავიტაციული ურთიერთქმედების კანონს და მის კავშირს ბუნების ძალებთან. [2] ეს ეხება კოსმოლოგიურ და ასტროფიზიკურ სფეროს, მათ შორის ასტრონომიას.
მე-20 საუკუენეში ამ თეორიამ გარდამტეხი წვლილი შეიტანა თეორიული ფიზიკასა და ასტრონომიაში და ჩაანაცვლა აქამდე 200 წლის განმავლობაში გამოყენებადი კლასიკური მექანიკის თეორია, რომლის ფუძემდებლად ისააკ ნიუტონი მიიჩნევა. [3] [4] [5] ფარდობითობის თეორიამ ფიზიკაში შემოიტანა სრულიად ახალი ფიზიკური ცნებები, მათ შორის 4- განზომილებიანი სივრცე-დრო, როგორც სივრცისა და დროის ერთიანი სიდიდე, ერთდროულობის ფარდობითობა (ერთდროულობის ცნება) , კინემატიკური და გრავიტაციული დროის შენელება და სიგრძის შემოკლება . ფიზიკის სფეროში ფარდობითობამ გააუმჯობესა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა და შეძლო უკეთ აღეწერა ფუნდამენტური ურთიერთქმედება ნაწილაკებს შორის, რასაც თან ახლდა ბირთვული ეპოქის გაჩენა. ფარდობითობის, კოსმოლოგიისა და ასტროფიზიკის დახმარებით ''იწინასწარმეტყველეს'' ისეთი უჩვეულო და საოცარი ასტრონომიულ მოვლენები, როგორებიცაა ნეიტრონული ვარსკვლავები, შავი ხვრელები და გრავიტაციული ტალღები .