ურჰო კეკონენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ურჰო კალევა კეკონენი (ფინ. Urho Kaleva Kekkonen; დ. 3 სექტემბერი, 1900, პიელავესი — გ. 31 აგვისტო, 1986, ჰელსინკი) — ფინელი პოლიტიკოსი. ფინეთის მერვე და ყველაზე ხანგრძლივად მმართველი პრეზიდენტი (1956-1982 წწ.). იგი იყო მესამე და უკანასკნელი პრეზიდენტი აგრარული ლიგიდან/ცენტრის პარტიიდან. თითქმის 26 წელი იყო ფინეთის სახელმწიფოს მეთაური, ფლობდა დიდ ძალაუფლებას და ხშირად მოიხსენიებდნენ ავტოკრატად,[1] თუმცა ამის მიუხედავად, იგი პატივსაცემ ფიგურად რჩება.
ურჰო კეკონენი | |
ურჰო კეკონენი 1977 წელს | |
ფინეთის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 მარტი, 1956 – 27 იანვარი, 1982 | |
წინამორბედი | იუჰო კუსტი პაასიკივი |
მემკვიდრე | მაუნო კოივისტო |
ფინეთის პრემიერ-მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 ოქტომბერი, 1954 – 3 მარტი, 1956 | |
პრეზიდენტი | იუჰო კუსტი პაასიკივი |
წინამორბედი | რალფ ტიორნგრენი |
მემკვიდრე | კარლ-აუგუსტ ფაგერჰოლმი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
17 მარტი, 1950 – 17 ნოემბერი, 1953 | |
წინამორბედი | კარლ-აუგუსტ ფაგერჰოლმი |
მემკვიდრე | საკარი ტუომიოია |
დაბადებული | 3 სექტემბერი, 1900 პიელავესი, ფინეთის დიდი სამთავრო, რუსეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 31 აგვისტო, 1986 (85 წლის) ჰელსინკი, ფინეთი |
პოლიტიკური პარტია | აგრარული ლიგა/ცენტრის პარტია |
მეუღლე | სილვი კეკონენი |
შვილები | მატი კეკონენი, ტანელი კეკონენი |
განათლება | ჰელსინკის უნივერსიტეტი |
პროფესია | იურისტი, ჟურნალისტი |
ხელმოწერა |
პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის დროს მან გააგრძელა მისი წინამორბედის, პრეზიდენტ იუჰო კუსტი პაასიკივის „აქტიური ნეიტრალიტეტის“ დოქტრინა, რომელიც „პაასიკივი-კეკონენის დოქტრინის“ სახელით გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ფინეთმა შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და კარგი და სავაჭრო ურთიერთობა როგორც ნატოს, ასევე ვარშავის პაქტის წევრებთან. 1975 წელს ჰელსინკი მასპინძლობდა უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროპულ კონფერენციას, სადაც კეკონენი ნობელის პრემიის პოტენციურ კანდიდატად ითვლებოდა. ფინელი ისტორიკოსები მიუთითებენ მის დამსახურებაზე საგარეო და სავაჭრო პოლიტიკაში, რამაც ფინეთის საბაზრო ეკონომიკას საშუალება მისცა ფეხი აება დასავლეთ ევროპასთან, მათ შორის მეზობელ საბჭოთა კავშირთან და ფინეთი თანდათანობით მონაწილეობდა ევროინტეგრაციის პროცესში.[2] მეორე მხრივ, შიდა პოლიტიკური კუთხით, კეკონენი მოქმედებდა პრინციპით „დაყავი და იბატონე“ და ჭეშმარიტი პოლიტიკური წინააღმდეგობის ნაკლებობამ, განსაკუთრებით მისი პრეზიდენტობის მეორე ნახევარში, მნიშვნელოვნად დაასუსტა ფინეთის დემოკრატია.[2] ურჰო კეკონენის პრეზიდენტობის შემდეგ, მისმა მემკვიდრეებმა ფინეთის კონსტიტუციის რეფორმირება დაიწყეს და პარლამენტის და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების განმტკიცებაზე გააკეთეს აქცენტი.
პრეზიდენტობამდე, იგი იყო ფინეთის პრემიერ-მინისტრი (1950-1953, 1954-1956),[3] საგარეო საქმეთა მინისტრი (1952-1953, 1954), ფინეთის პარლამენტის თავჯდომარე (1948-1950) და შინაგან საქმეთა მინისტრი (1937-1939, 1950-1951). პოლიტიკური მოღვაწეობის გარდა იყო ენთუზიასტი მწერალი, რომელიც წერდა იუმორისტულ-ინფორმაციულ სვეტებს ჟურნალ „Suomen Kuvalehti“-ში.[4] პრეზიდენტობის პერიოდშიც რამდენიმე ფსევდონიმით წერდა ამავე ჟურნალში.