ურუგვაის დროშა
From Wikipedia, the free encyclopedia
ურუგვაის ეროვნული დროშა (ესპ. La Bandera de Uruguay o Pabellón Nacional) შედგება ცხრა თანაბარი ჰორიზონტალური, ერთმანეთისგან მონაცვლე თეთრი და ლურჯი ზოლისგან. დროშის მარცხენა ზედა ნაწილი (კანტონი) თეთრია და ზედ დატანილია მაისის მზე, რომელსაც 16 ერთმანეთისგან მონაცვლე სამკუთხა და ტალღოვანი სხივი აქვს. დროშა პირველად 1828 წლის 16 დეკემბერს მიიღეს და 1830 წლის 11 ივლისამდე მას 17 ზოლი ჰქონდა, სანამ ახალი კანონი მათ რაოდენობას ცხრამდე შეამცირებდა.[1] დროშის ავტორია ხოაკინ სუარესი.[1]