უოლტ დისნეი
From Wikipedia, the free encyclopedia
უოლტერ ელიას დისნეი (Walter Elias Disney; დ. 5 დეკემბერი, 1901, ჩიკაგო, აშშ ― გ. 15 დეკემბერი, 1966, ბერბანკი, აშშ) — ამერიკელი ბიზნეს მაგნატი, კინორეჟისორი, ფილანტროპი და გამხმოვანებელი. როგორც მნიშვნელოვანი ფიგურა ამერიკის ანიმაციურ ინდუსტრიაში, ითვლება კულტურულ სიმბოლოდ,[1] რომელიც ცნობილია თავისი გავლენით და წვლილით XX საუკუნის შოუ-ბიზნესში. თავის ძმა როი ო. დისნეისთან ერთად იყო The Walt Disney Company-ს დამაარსებელი.[2]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „უოლტ დისნეი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. უოლტ დისნეი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
უოლტ დისნეი | |
---|---|
უოლტ დისნეი 1946 წელს | |
მშობლიური სახელი | Walt Disney |
დაბადების სახელი | უოლტერ ელიას დისნეი |
დაბადების თარიღი |
5 დეკემბერი, 1901 ჩიკაგო, ილინოისი |
გარდაცვალების თარიღი |
15 დეკემბერი, 1966 (65 წლის) ბერბანკი, კალიფორნია |
დაკრძალულია |
გლენდეილი, კალიფორნია, აშშ |
პროფესია | 1920–1966 |
საქმიანობა |
|
რელიგია |
ქრისტიანი (კონგრეგაციონალისტი) |
მეუღლე(ები) |
ლილიან ბაუნდსი (1925–1966) |
შვილ(ებ)ი |
დაიან მერი დისნეი შერონ მეი დისნეი |
მშობლები |
მამა: ელიასი დედა: ფლორა დისნეი |
ჯილდოები | |
ხელმოწერა |
უოლტ დისნეი განსაკუთრებით ცნობილია როგორც კინოპროდიუსერი, პოპულარული შოუმენი, ნოვატორი ანიმაციაში და თემატური პარკების დიზაინში. თავის გუნდთან ერთად შექმნა მრავალი გამოგონილი პერსონაჟი, რომელთა შორის არიან მიკი მაუსი, დონალდ დაკი და გუფი. თავად დისნეი მიკის გამხმოვანებელი იყო. დისნეის თავის სიცოცხლეში მიღებული აქვს ოთხი საპატიო ოსკარი და ჯამში 22 ოსკარი 59 ნომინაციიდან, მათ შორის - ერთ წელიწადში სარეკორდო ოთხი [3], რის გამოც ინდივიდუალურ რეკორდს ფლობს, როგორც ნომინაციებში, ასევე მიღებულ ოსკართა რაოდენობაში. მას აგრეთვე მიღებული აქვს შვიდი ემის ჯილდო. მისი სახელი დაერქვა დასასვენებელ პარკებს - დისნეილენდს და უოლტ დისნეის მსოფლიოს კურორტს, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში არსებულ ტოკიოს დისნეის კურორტს, პარიზის დისნეილენდს და ჰონგ-კონგის დისნეილენდს.
დისნეი გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი 1966 წლის 15 დეკემბერს ფლორიდაში, მისი ოცნების პროექტის დისნეიუორლდის გახსნამდე რამდენიმე წლით ადრე. დატოვა დიდი მემკვიდრეობა, მათ შორის ურიცხვი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური და სრულმეტრაჟიანი ფილმი, კომპანია, პარკები და მისი სახელობის ანიმაციური სტუდია, ისევე, როგორც კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტი (CalArts).