უილიამ ჰოლმან ჰანტი
From Wikipedia, the free encyclopedia
უილიამ ჰოლმან ჰანტი (დ. 2 აპრილი, 1827 — გ. 7 სექტემბერი, 1910) — ინგლისელი მხატვარი და პრერეფაელიტების საძმოს ერთ-ერთი დამფუძნებელი. მისი ნახატები გამოირჩეოდა დეტალებისადმი ყურადღებით, ცოცხალი ფერებითა და რთული სიმბოლიზმით. ამ მახასიათებლების შთაგონების წყარო მხატვრისთვის იყო ჯონ რესკინისა და თომას კარლაილის ტექსტები, რომელთა მიხედვითაც სამყარო უნდა წავიკითხოთ, როგორც ვიზუალური ნიშნების სისტემა. ჰანტისთვის ხელოვანის მოვალეობას წარმოადგენდა ნიშანსა და ფაქტს შორის შესაბამისობის დამყარება. პრერაფაელიტების საძმოს წარმომადგენლებს შორის ჰანტი ყველაზე ერთგულად ინარჩუნებდა მის იდეალებს მთელი თავისი კარიერის განმავლობაში. იგი ყოველთვის ცდილობდა თავისი ნამუშევრების პოპულარობისა და საჯარო ხილვადობის მაქსიმიზაციას.[19]
სწრაფი ფაქტები უილიამ ჰოლმან ჰანტი, დაიბადა ...
უილიამ ჰოლმან ჰანტი | |
---|---|
დაიბადა | 2 აპრილი, 1827(1827-04-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] |
დაბადების ადგილი | ლონდონი[15] [16] [17] |
გარდაიცვალა | 7 სექტემბერი, 1910(1910-09-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [12] [13] [14] (83 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლონდონი[15] [16] [17] |
ჟანრი | რელიგიური ფერწერა[18] [17] და პორტრეტი[17] |
დახურვა