ტლატელოლკო
From Wikipedia, the free encyclopedia
ტლატელოლკო (ნაუატ. 'Tlatelōlco, tɬa.te.'loːl.ko, ზოგჯერ გამოიყენებოდა, როგორც „ჰალტელოლკო“, „Xaltelolco“) — კოლუმბამდელი პერიოდის ქალაქი-სახელმწიფო (ალტეპეტლი) მეხიკოს ველზე. მისი მცხოვრებლები ცნობილი იყვნენ სახელით „ტლატელოლკა“. ისინი მექსიკაში XIII საუკუნეში შეიჭრდნენ და შედიოდნენ ნაუატლზე მოსაუბრე ხალხების ჯგუფში. ისინი დასახლდნენ ტბა ტესკოკოს კუნძულზე, სადაც, კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, დააარსეს თავიანთი ქალაქი. მეორე ჯგუფმა, ტენოჩკამ, სამხრეთ ნაწილში დააარსა ქალაქი ტენოჩტიტლანი. ტენოჩტიტლანი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ტლატელოლკოსთან, რადგან ამ უკანასკნელში არსებობდა დიდი ბაზარი — ვაჭრობის ცენტრი რეგიონში.
ამჟამად არქეოლოგიური ძეგლი მეხიკოს მეგაპოლისის ტერიტორიითაა დაფარული. მიმდინარეობს გათხრები. ცენტრად ითვლება თანამედროვე სამი კულტურის მოედანი, რომელიც გარშემო შემოსაზღვრულია აცტეკური სიძველეებით, XVII საუკუნის სანტიაგოს ტაძრითა და მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამედროვე ოფისების კომპლექსით. 2009 წლის თებერვალში აღმოაჩინეს მასიური ნამარხი, რომელშიც იქნა ნაპოვნი 49 ადამიანის ნარჩენი. ყველა სხეული აცტეკების დამარხვის ტრადიციის მიხედვით იყო დამარხული.