ტაშკენტი
უზბეკეთის დედაქალაქი / From Wikipedia, the free encyclopedia
ტაშკენტი (უზბეკ. Тошкент; რუს. Ташкент – „ქვის ქალაქი“) — უზბეკეთისა და ტაშკენტის პროვინციის დედაქალაქი. 2023 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 2 955 700 ადამიანს შეადგენს. მისი კოორდინატებია 41°16′N 69°13′E, ხოლო დროის სარტყელი - UTC/GMT +5 სთ.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტაშკენტი Toshkent, Тошкент | |||||
| |||||
ქვეყანა | უზბეკეთი | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
რეგიონი | ტაშკენტის პროვინციატაშკენტის პროვინცია | ||||
შიდა დაყოფა | Bektemir, Chilanzar, Yashnobod, Mirobod, Mirzo Ulugbek district, Sergeli District, Shaykhontohur, Almazar (town), Uchtepa, Yakkasaray და Yunusabad District | ||||
კოორდინატები | 41°16′00″ ჩ. გ. 69°13′00″ ა. გ. | ||||
მერი | ხავკატ უმურზაკოვი | ||||
დაარსდა | 1865 ახ. წ. | ||||
პირველი ხსენება | II საუკუნე ძვ. წ. | ||||
ადრეული სახელები | ჩაჩი, შაში (მადინა-აშ-შაში), ბინკენტი, ბინკეტი (ბინკატი) | ||||
ფართობი | 435 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 455 მეტრი | ||||
ოფიციალური ენა | უზბეკური ენა | ||||
მოსახლეობა | 2 955 700 კაცი (2023) | ||||
სიმჭიდროვე | 7994 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 5 000 000 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+5 | ||||
საფოსტო ინდექსი | 100000 | ||||
საავტომობილო კოდი | 01—09, (10 და 30 — старые) | ||||
ოფიციალური საიტი | tashvil.gov.uz | ||||
სანამ ისლამური გავლენა დაიწყებოდა ჩვ.წ მე-8 საუკუნეში, ქალაქზე ზეგავლენას სოგდიანელი და თურქულენოვანი ხალხების კულტურა ახდენდა. მას შემდეგ რაც ქალაქი ჩინგიზ-ყაენმა დაანგრია 1219 წელს, ის თავიდან იქნა აშენებული და აბრეშუმის დიდი გზიდან სარგებელსაც ნახულობდა. მე-18 საუკუნიდან მე-19 საუკუნემდე, კოკანდის სახანოს მიერ ქალაქის ხელმეორედ დაპყრობამდე, ტაშკენტი დამოუკიდებელი ქალაქი-სახელმწიფო გახდა. 1865 წელს ტაშკენტი რუსეთის იმპერიამ დაპყრო და რუსული თურქისტანის დედაქალაქად აქცია. საბჭოთა პერიოდში ქალაქი ძალიან გაფართოვდა და მთელი საბჭოთა კავშირიდან ნაძალადევი გადმოსახლებებით დემოგრაფიაც შეიცვალა. 1966 წელს საშინელმა მიწისძვრამ ქალაქი თითქმის მთლიანად დაანგრია, თუმცა ის ხელახლა აშენდა როგორც სანიმუშო საბჭოთა ქალაქი. იმ დროისათვის ტაშკენტი იყო სიდიდით მეოთხე ქალაქი საბჭოთა კავშირში მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და კიევის შემდეგ.
დღესდღეობით, როგორც დამოუკიდებელი უზბეკეთის დედაქალაქი, ტაშკენტი ინარჩუნებს მულტიეთნიკურ მოსახლეობას, ეთნიკური უზბეკების უმრავლესობით.