ტარტიუფი, ანუ ფარისეველი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტარტიუფი, ანუ ფარისეველი ან ტარტიუფი, ანუ მატყუარა (ფრანგ. Tartuffe, ou l'Imposteur)[1] 一 ფრანგი დრამატურგის, ჟან-პატისტ პოკლენის, იგივე მოლიერის 1664 წლის კომედიური პიესა, რომელიც თავდაპირველად ვერსალის სასახლეში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე, ლუი XIV-ის ბრძანებით დაიდგა, თუმცა ამ უკანასკნელისა და მისი მოძღვრის ჩარევით, ნაწარმოებს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა ხვდა წილად, როგორც თავად ავტორმა თქვა, „ორიგინალებმა კომედიის აკრძალვას მიაღწიეს“,[2] რის გამოც სრული სახით ის 1669 წლამდე არ გამოჩენილა სცენაზე. თავდაპირველად, პიესა სამმოქმედებიანი იყო, ხოლო 1669 წლის ვარიაციაში მას კიდევ ორი მოქმედება დაემატა.
ტარტიუფი, ანუ ფარისეველი | |
---|---|
ავტორი | მოლიერი |
პერსონაჟები | ტარტიუფი, ორგონი, ელმირი, ვალერი, მადამ პერნელი, დორინა, კლეანტი, მარიანა, დამისი. |
პრემიერა | 1664 |
პრემიერის ადგილი | ვერსალის სასახლე |
ენა | ფრანგული ენა |
ჟანრი | კომედია |
ტარტიუფის საბოლოო დადგმისათვის მოლიერმა ხუთწლიანი ბრძოლა გადაიტანა. ჩვენამდე მოღწეული საბოლოო ვარიანტი შედგება ხუთი მოქმედებისგან, რომელსაც დაერთვის წინასიტყვაობა და სამი თხოვნა მეფისადმი შეწყნარებისთვის.