ტაილანდის ჰიმნი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტაილანდის ეროვნული ჰიმნი (ტაი. เพลงชาติ; ქართ. ფჰლენგ ჩათ) — ტაილანდის სახელმწიფო ჰიმნი, დამტკიცებული დღევანდელი სახით 1939 წლის 10 დეკემბერს.
ქართ. ფჰლენგ ჩათ | |
ქვეყანა | ტაილანდი |
---|---|
ტექსტის ავტორი | ლუანგ სარანუპრაფჰან, 1939 |
მუსიკის ავტორი | ფჰრა ჩენდურიანგ, 1932 |
შემოღებულ იქნა | 10 დეკემბერი 1939 |
მუსიკის ავტორი არის რუსი კომპოზოტორი ფჰრა ჩენდურიანგი (იგივე პიტერ ფეიტი) და ტექსტის ავტორი ლუანგ სარანუპრაფჰანი. ჰიმნის სახელი ტაილანდური ენიდან ითარგმნება, როგორც "ეროვნული ჰიმნი".[1]
პირველად ჰიმნი გაიჟღერა რადიოში 1932 წელს[2], იმდროინდელი ჰიმნის ტექსტის ავტორი იყო ქჰუნ ვიჩითმატრა, რომელსაც ეკუთვნის ასევე დღევანდელი ჰიმნის ტექსტის ორიგინალი. მაგრამ ქვეყნის სახელწოდების შეცვლის შემდეგ, ტაილანდის პრემიერ-მინისტრის დავალებით ლუანგ სარანუპრაფჰანი დაწერა ახალი ლექსი ჰიმნს, რომელიც ახლა გამოიყენება.[3] ზუსტად მაშინ პრემიერ პიბუნსონგრამის გადაწყვეტილებით მიიღეს ჰიმნის დღეში ორჯერ, დილის 8 საათზე და საღამოს 6 საათზე შესრულება, რომელიც დღესაც ძალაში რჩება.