სფორცას დინასტია
From Wikipedia, the free encyclopedia
სფორცას დინასტია (იტალ. Casa di Sforza) — მსხვილი ფეოდალური საგვარეულო რენესანსის პერიოდის იტალიაში, რომელიც ასი წლის განმავლობაში განაგებდა მილანის საჰერცოგოსა და მის შემოგარენს. მათ ჩაანაცვლეს ვისკონტების სახლი და ის იყო უკანასკნელი იტალიური საგვარეულო, რომელიც მართავდა მილანს, რადგან სფორცას დინასტიის შეწყვეტის შემდეგ მილანი ჯერ ფრანგების, შემდეგ ესპანელების, საბოლოოდ კი ავსტრიელების ხელში გადავიდა.
სწრაფი ფაქტები ქვეყანა, ფუძე დინასტია ...
ქვეყანა | იტალია |
---|---|
ფუძე დინასტია | ვისკონტები |
ტიტულები |
მილანის ჰერცოგი ბარის ჰერცოგი პესაროს სენიორი კარავაჯოს მარკიზი კოტინიოლას გრაფი კასტელ'არკატოს სენიორი |
მიმართვის ფორმა | მონარქია |
დამაარსებელი | მუციო ატენდოლო სფორცა |
უკანასკნელი მმართველი | ფრანჩესკო II სფორცა |
დაარსდა | 1411 |
დაიშალა | 1535 |
გვერდითი შტოები |
სფორცა-პესარო სფორცა-კოტინიოლა სფორცა-კეზარინი |
ეროვნება | იტალიელები |
დახურვა