სტედელეიკის მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ამსტერდამის სტედელეიკის მუზეუმი (ნიდერლ. Stedelijk Museum, [ˈsteːdələk myˈzeːjʏm]; აგრეთვე ცნობილი როგორც სტედელეიკი და ამსტერდამის მუნიციპალური მუზეუმი) ― მოდერნიზმისა და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ამსტერდამში, ნიდერლანდებში.[2][3]
სტედელეიკის მუზეუმი | |
---|---|
ნიდერლ. Stedelijk Museum Amsterdam | |
52°21′28″ ჩ. გ. 4°52′46″ ა. გ. | |
ქვეყანა | ნიდერლანდები |
მდებარეობა | Amsterdam[1] |
ოფიციალური საიტი | https://www.stedelijk.nl/ |
XIX საუკუნის შენობის დიზაინი ადრიან ვილემ ვეისმანს ეკუთვნის, ხოლო XXI საუკუნის ფრთა დღევანდელ შესასვლელთან ერთად Benthem Crouwel Architekten-ს მიერაა დაპროექტებული. მდებარეობს მუზეუმის მოედანზე, ამსტერდამ-ზეიდის ოლქში,[4]ვან გოგის მუზეუმის, რეიკსმუზეუმისა და კონინკლეიკის მახლობლად.[5]
მუზეუმის კოლექცია XX და XXI საუკუნის მოდერნიზმისა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს მოიცავს. მუზეუმში გამოფენილია ვინსენტ ვან გოგის, ვასილი კანდინსკის, მარკ შაგალის, ანრი მატისის, ჯექსონ პოლოკის, ენდი უორჰოლის, ერნსტ ლუდვიგ კირხნერის, კარლ აპელის, ვილემ დე კუნინგის, მარლენ დიუმასა და სხვათა ნამუშევრები.[3]
2015 წელს მუზეუმს დაახლოებით 675 000 დამთვალიერებელი ჰყავდა.