სპრატლის კუნძულები
From Wikipedia, the free encyclopedia
სპრატლის კუნძულები (ფილ: Kapuluan ng Kalayaan;[1] ჩინ.: 南沙群島/南沙群岛; ფინინი: Nánshā Qúndǎo; მალ. Kepulauan Spratly; ვიეტ. Quần đảo Trường Sa) ― სადავო არქიპელაგი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. მოიცავს კუნძულებს, მცირე და მარჯნის კუნძულებს[2] და ასზე მეტ რიფს. არქიპელაგი გადაჭიმულია ფილიპინების, მალაიზიისა და სამხრეთ ვიეტნამის სანაპიროებს შორის. სპრატლის არქეიპელაგს სახელი ეწოდა XIX საუკუნის კაპიტნის, რიჩარდ სპრატლის საპატივცემულოდ, რომელმაც 1843 წელს პირველმა აღმოაჩინა სპრატლის კუნძული. კუნძულები 425,000 კმ²-ის ფართობზეა გაფანტული.
სპრატლის კუნძულები სამხრეთ ჩინეთის ზღვის ერთ-ერთი მთავარი არქიპელაგია. კუნძულების უმრავლესობა დაუსახლებელია, თუმცა ირგვლივ მდიდარი წყლებია მეთევზეთათვის და ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგებსაც შეიცავს.[3][4][5] კუნძულთა ნაწილი სამოქალაქო მოსახლეობითაა დასახლებული. 45-მდე კუნძულზე სამხედრო შენობა-ნაგეობებია განთავსებული, რომლებიც მალაიზიის, ტაივანის, ჩინეთის, ფილიპინების ან ვიეტნამის სამხედრო ძალებს უკავიათ. სპრატლის კუნძულების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ბრუნეის სასულთნოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა უკავია, რომელიც დაუსახლებელ ლუისას რიფს მოიცავს.