სპარსელები
From Wikipedia, the free encyclopedia
სპარსელები, ფარსები — ხალხი ირანში. ირანის ძირითადი მოსახლეობა. ცხოვრობენ ძირითადად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ირანში. ეკუთვნიან ევროპეიდული რასის ინდო-მედიტერანეულ შტოს. სპარსელების საერთო რაოდენობა ირანში დაახლოებით 50 მილიონია. საუბრობენ სპარსულ ენაზე. რელიგიით მუსლიმან-შიიტები არიან; ეთნოკონფესიური ჯგუფები გებრები და პარსები ზოროასტრიზმის მიმდევრები არიან.
სწრაფი ფაქტები სპარსელები, რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით ...
სპარსელები | |
---|---|
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ირანი | 52.5 მილიონი[1] |
1,406,430-3,000,000[2] | |
თურქეთი | 618,000[3] |
ენები | სპარსული |
რელიგიები | შიიტური ისლამი, სუნიტური ისლამი და ზოროასტრიზმი |
დახურვა