სპარსეთის ყურე
ზღვა / From Wikipedia, the free encyclopedia
სპარსეთის ყურე (სპარს. خليج فارس Xalij-e Fârs, არაბ. الخليج الفارسي al-Khalīj al-fārsī) — ყურე ირანსა და არაბეთის ნახევარკუნძულს შორის. ჰორმუზის სრუტით უერთდება ომანის ყურეს, არაბეთის ზღვას და ინდოეთის ოკეანეს.
სპარსეთის ყურის მოსაზღვრე ქვეყნებია: ომანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, კატარი, ბაჰრეინი, ქუვეითი, ერაყი და ირანი. სპარსეთის ყურეში ჩაედინება ტიგროსი და ევფრატი.
სპარსეთის ყურის რეგიონი მდიდარია ნავთობის მარაგებით.