სომხეთის კლიმატი
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთის კლიმატი ძალიან მრავალფეროვანია. ეს განპირობებულია გეოგრაფიული მდებარეობითა და სიმაღლეების დიდი მერყეობით[1].
ვაკეებზე საშუალო ტემპერატურა იანვარში −5°C, ხოლო ივლისში +25°C-ია; მთაში −12°C და +16°C შესაბამისად. ნალექების ყველაზე მცირე რაოდენობა არარატის ვაკეზეა — 200—250 მმ წელიწადში, საშუალო მთაში — 500 მმ, ხოლო მაღალ მთაში — 700—900 მმ. ნალექების ყველაზე ჭარბი რაოდენობა ფისირდება ლორესა და სიუნიქის პროვინციებში, რომელიც უმეტესწილად ტყითაა დაფარული. სომხეთის სამხრეთ ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე წვიმიანი დასახლებული პუნტია ვერინ-ხოტანანი, სადაც ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 805 მმ-ს აღემატება, ჩრდილოეთში - ფიოლეტოვო და ტაშირი — 700 მმ-ზე მეტი[2].
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი სუბტროპიკულ განედზე მდებარეობს, სუბტროპიკული კლიმატი მხოლოდ ქვეყნის სამხრეთ (მეღრი) და სამხრეთ-აღმოსავლეთ (ნოემბერიანი) ნაწილებში აღინიშნება. დანარჩენ რაიონებში კლიმატი კონტინენტური (ზაფხული ცხელი, ხოლო ზამთარი ცივი) და ზომიერია (ზომიერი ზამთარი და ზაფხული).