სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმია
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმია (სომხ. Հայաստանի Ազատագրութեան Հայ Գաղտնի Բանակ, ՀԱՀԳԲ) — სომხური სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებდა 1975[2] წლიდან 1990[3]-იან წლებამდე. რამდენიმე წყაროს[4][5][6][7] მიხედვით ის მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად, სხვა წყაროები მას პარტიზანული ომისთვის[8][9][10][11] გაწვრთნილ სამხედრო[12] ორგანიზაციად რაცხავენ. 1980-იან წლებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასალა ტერორისტული[13] ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, მათ მიერ აშშ-ში მოწყობილი თავდასხმების შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა და 299 დაშავდა. ორგანიზაციის მიზანი იყო „ეიძულებინათ თურქეთის მთავრობა საჯაროდ აეღო პასუხისმგებლობა 1915 წლის სომეხთა გენოციდზე, გადაეხადათ კონპესაცია და დაეთმოთ სომხეთის კუთვნილი ტერიტორია“[14], საბოლოოდ კი სურდათ განეხორციელებინათ ერთიანი სომხეთის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც სომხეთის შემადგენლობაში შედიოდა ყოფილი საბჭოთა სომხეთის და დასავლეთ სომხეთის (დღევანდელი თურქეთის) ტერიტორია[15]. ეს ტერიტორიები სომხეთისთვის უნდა დაეთმოთ სევრის ხელშეკრულების მიხედვით, რომელის განხორციელების პირობა აშშ-ს პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა დადო 1920 წელს, თუმცა ხელშეკრულება არასოდეს ყოფილა რატიფიცირებული[16].
სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმია | |
---|---|
ოპერაციის ჩატარების თარიღები | 1975-1988 |
ლიდერი | იაკობ იაკობიანი[1] |
მოტივები | „აიძულონ თურქეთის მთავრობა საჯაროდ აიღოს პასუხისმგებლობა 1915 წლის სომეხთა გენოციდზე, გადაიხადონ კონპესაცია და დათმონ სომხეთის კუთვნილი ტერიტორია[2]“ |
მოქმედების რეგიონ(ებ)ი | აშშ, თურქეთი |
იდეოლოგია | გაერთიანებული სომხეთი |
ძირითადი მოქმედებები | რამდენიმე თურქი დიპლომატის და მათი ახლობლების მკვლელობა. თურქული, ფრანგული და შვეიცარული სამიზნეების დაბომბვა სხვადასხვა მოტივით. დასავლეთ ევროპაში მდებარე ამერიკული ავიაკომპანიების რამდენიმე უმნიშვნელო დაბომბვა. |
აღსანიშნავი თავდასხმები | თურქეთის საკონსულოზე თავდასხმა პარიზში (1981), ესენბოგის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმა (1982), ორლის აეროპორტზე თავდასხმა (1983) |
სტატუსი | გაუქმებული |
ორგანიზაციამ მიიღო სოლიდური მხარდაჭერა სომხური დიასპორის მხრიდან ევროპასა და ამერიკაში[17].
შიდა განხეთქილებით დასუსტებული ორგანიზაცია შედარებით უმოქმედო იყო 1990-იან წლებში, თუმცა 1991 წელს განახორციელეს წარუმატებელი თავდასხმა თურქეთის საელჩოზე უნგრეთში. ამის შემდეგ ორგანიზაციას მონაწილეობა აღარ მიუღია ბოევიკურ საქმიანობებში[18].
ჯგუფის დევიზი იყო „შეიარაღებული ბრძოლა და სწორი პოლიტიკური მიმართულება არის გზა გაერთიანებული სომხეთისაკენ“ და „გაუმარჯოს რევოლუციონარულ სოლიდარობას დაჩაგრული ხალხისადმი“[19].