სკოპიე
From Wikipedia, the free encyclopedia
სკოპიე (მაკედ. Скопје, ლათ. Scupi, ალბ. Shkupi, სერბ. Скопље) — ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის დედაქალაქი. ქვეყნის ადმინისტრაციული, პოლიტიკური, საგანმანათლებლო ცენტრი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სკოპიე Скопје | |||||
| |||||
ქვეყანა | ჩრდილოეთი მაკედონია | ||||
კოორდინატები | 42°00′00″ ჩ. გ. 21°26′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | ტრიფუნ კოსტოვსკი | ||||
ფართობი | 1854 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 240 მ | ||||
მოსახლეობა | 850 000 კაცი (2008) | ||||
სიმჭიდროვე | 273,422 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | 02 | ||||
საფოსტო ინდექსი | MK-1000 | ||||
საავტომობილო კოდი | SK | ||||
ოფიციალური საიტი | skopje.gov.mk | ||||
ქალაქის ტერიტორია ძვ. წ. IV ათასწლეულიდანაა დასახლებული. სკოპიეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნეოლითური დასახლებების ნაშთებია აღმოჩენილი. ქალაქის ტერიტორიაზე თავდაპირველად პეონური ქალაქი, სკუპი მდებარეობდა, რომელიც ძვ. წ. II საუკუნეში დარდანიის დედაქალაქი გახდა. ჩვ. წ. I საუკუნის დასაწყისში ქალაქი რომაელებმა დაიპყრეს და სამხედრო ბანაკად აქციეს. 395 წელს რომის იმპერიის ორად გაყოფის შემდეგ, სკუპი ბიზანტიელთა მმართველობის ქვეშ მოექცა. შუა საუკუნეების დასაწყისში ქალაქის ხელში ჩასაგდებად ერთამანეთს ექიშპებოდნენ ბიზანტია და ბულგარეთის იმპერია, რომლის დედაქალაქიც სკუპი 972-992 წლებში იყო.
1282 წლიდან ქალაქი სერბეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო 1346-1371 წლებში მისი დედაქალაქი იყო. 1392 წელს სკოპიე ოსმალებმა დაიპყრეს, მათი მმართველობის ქვეშ ქალაქი მომდევნო 500 წლის მანძილზე იმყოფებოდა. 1912 წელს, ბალკანეთის ომების პერიოდში სერბეთის სამეფომ სკოპიეს ანექსია მოახდინა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ქალაქი ბულგარეთის სამეფომ დაიკავა. ომის დასრულების შემდეგ, სკოპიე, როგორც ვარდარის ბანოვინის დედაქალაქი, ახლად შექმნილი იუგოსლავიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, სკოპიე კვლავ ბულგარეთმა დაიპყრო. 1944 წელს ქალაქი მაკედონიის სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა.
სკოპიეში განვითარებულია მეტალურგიული, ქიმიური, ხე-ტყის, საფეიქრო, ტყავისა და ბეჭდვითი მრეწველობა, რასაც თან ახლავს ვაჭრობის, ლოგისტიკისა და საბანკო სექტორის განვითარება.