სიონის მთა
From Wikipedia, the free encyclopedia
სიონის მთა (ებრ. הַר צִיּוֹן, Har Ṣīyyōn; არაბ. جبل صهيون, ჯაბალ საჰიუნი) — ბორცვი იერუსალიმში, ძველი ქალაქის კედლების სიახლოვეს. სიმაღლე 765 მ. ტერმინი „სიონის მთა“ მოხსენიებულია ებრაულ ბიბლიაში ჯერ დავითის ქალაქის, ხოლო მოგვიანებით ტაძრის მთის აღსანიშნავად, მაგრამ მისი მნიშვნელობა შეიცვალა და დღეს განიხილება როგორც ძველი იერუსალიმის დასავლეთი ბორცვის სახელწოდება.[1][2] უფრო ფართო გაგებით, ტერმინი სიონი აგრეთვე გამოიყენება როგორც მთლიანად ისრაელის მიწის სახელწოდება. „სიონის“ (Zion) ეტიმოლოგია გაურკვეველია.[3]
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სიონი. |
სიონის მთა | |
---|---|
კოორდინატები: 31°46′18″ ჩ. გ. 35°13′43″ ა. გ. | |
ქვეყანა | ისრაელი |
სიმაღლე | 765 მ |
მოიხსენიება ბიბლიაში, კერძოდ, სამოელის წიგნში (2 სამოელი 5:7) როგორც მეფე დავითის მიერ დაპყრობილი იევუსელთა ციხესიმაგრის სახელწოდება.[3] თუკი სემიტურია, მაშინ შესაძლოა დაკავშირებული იყოს ებრაულ ფესვებთან ṣiyyôn („ციხესიმაგრე“).
სიოის მთაზე იდგა სოლომონის მიერ აშენებული ღმერთი იაჰვეს ტაძარი. იგი შეადგენს ქალაქ იერუსალიმის უძველეს ნაწილს, ვინაიდან პირველად სწორედ აქ გაშენდა ქალაქი. იობოსელთაგან ამ მთის მიღების შემდგომ, მეფე დავითმა მეტად განამტკიცა სიონი, აღაშენა მასზე სამეფო ციხე-დარბაზი და უწოდა „ქალაქი დავითისა“ (II მეფ. V თ.).[4]
ეპიფანე კვიპრელის ცნობით, იმპერატორმა ადრიანემ დანგრეულ იერუსალიმში, სიონის მთაზე, ნახა პატარა ეკლესია, რომელშიც სულიწმინდის მოფენა მოხდა. ევსები კესარიელის ცნობით, აქ მან იხილა იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსის — იაკობის კათედრა (ტახტი). სხვადასხვა ცნობების მიხედვით, სიონის ეკლესია მოციქულთა აგებულია და აქ მოხდა სულიწმინდის გადმოსვლა მოციქულებზე. თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი სიონია. მისი აშენება ქართლის ერისმთავრებმა VI საუკუნის II ნახევარში დაიწყეს.[5]