სინათლის სიჩქარე
From Wikipedia, the free encyclopedia
სინათლის სიჩქარე (აღნიშვნა: ; 7008299792458000000♠299792458 მ·წმ−1[1]) — უნივერსალური ფიზიკური მუდმივი სიდიდე, რომელიც ფიზიკის მრავალ სფეროშია მნიშვნელოვანი. იგი ზუსტად 299,792,458 მ/წმ-ს უდრის, ციფრს, რომელიც ზუსტია, ვინაიდან მეტრის სიგრძე გამოითვლება ამ სიდიდიდან და დროის საერთაშორისო სტანდარტიდან.[2] იგი უდრის დაახლოებით 186, 282 მილს წამში. ფარდობითობის სპეციალური თეორიის თანახმად, c არის მაქსიმალური სიჩქარე, რომელზეც სამყაროში მოგზაურობენ ენერგია, ნივთიერება თუ ინფორმაცია. ეს არის სიჩქარე, რომელზეც რამე ნივთიერება წონის გარეშე და დაკავშირებული სფეროები (მათ შორის, ელექტრომაგნიტური რადიაცია), როგორიც არის სინათლე, მოძრაობენ ვაკუუმში. იგი აგრეთვე არის გრავიტაციის სიჩქარე. ფარდობითობის თეორიის მიხედვით c ურთიერთდაკავშირებულია დროსა და სივრცესთან და აგრეთვე შეტანილია მასისა და ენერგიის ეკვივალენტობის ცნობილ ფორმულაში. E = mc2.[3]