სენ-ჟან-დე-ლიუზი
From Wikipedia, the free encyclopedia
სენ-ჟან-დე-ლიუზი (ფრანგ. Saint-Jean-de-Luz) — ზღვისპირა კლიმატური კურორტი საფრანგეთში (ატლანტური პირენეების დეპარტამენტი). მდებარეობს ბისკაის ყურის სანაპიროზე, ესპანეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბაიონიდან სამხრეთ-დასავლეთით. 14 093 მცხოვრები (2017).[1]
ქალაქი | |||
---|---|---|---|
სენ-ჟან-დე-ლიუზი Saint-Jean-de-Luz | |||
| |||
ქვეყანა | საფრანგეთი | ||
რეგიონი | ახალი აკვიტანიაახალი აკვიტანია | ||
დეპარტამენტი | ატლანტური პირენეები | ||
კოორდინატები | 43°23′00″ ჩ. გ. 1°40′00″ დ. გ. | ||
ფართობი | 19 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 0–84 მ | ||
მოსახლეობა | 14 093[1] კაცი (2017) | ||
სიმჭიდროვე | 740 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
საფოსტო ინდექსი | 64500 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.saintjeandeluz.fr[2] | ||
ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობები და ფართო ქვიშის პლაჟი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ სენ-ჟან-დე-ლიუზი განვითარებულიყო როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტი. თელასოთერაპიის ცენტრი — „Hélianthal“. განვითარებულია ტურიზმი; ქალაქში არის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები, მათ შორის — იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ხის პატრონიკეთი (XV–XVII სს.; მდიდრულად მორთული საკურთხეველი — დაახლ. 1669), XV–XVIII საუკუნეების ბასკური სახლები, მერია (XVII ს.); კურორტთან ახლოს არის ციხე-დარბაზი შატო-დ’ურტუბიე (XIV ს.-ის შუა ხანები). ქალაქ-კურორტისათვის დამახასიათებელია ბასკეთის არქიტექტურული სტილის მრავალრიცხოვანი სახლები. კაზინო. შემოგარენში მდებარეობს კურორტები სიბური (მორის რაველის სამშობლო), ბიარიცი და სხვ.