სენ-პიერი (მარტინიკა)
From Wikipedia, the free encyclopedia
სენ-პიერი (ფრანგ. Saint-Pierre) — პატარა საპორტო ქალაქი ვესტ-ინდოეთში, კუნძულ მარტინიკაზე. 2007 წლის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 4,590 ადამიანი. დაარსდა 1635 წელს ფრანგი ახალმოსახლეების მიერ. 1692 წლამდე მანამ სანამ გუბერნატორის რეზიდენცია იქნა გადმოტანილი ფორ-დე-ფრანსში, იყო ამავე სახელწოდების ფრანგული კოლონიის ადმინისტრაციული ცენტრი. შემდეგი ორი საუკუნის განმავლობაში რჩებოდა ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ ქალაქად კუნძულ მარტინიკაზე. ვულკან მონტან-პელეს ამოფრქვევის შედეგად, თითქმის მთლიანად დაინგრა 1902 წელს. ამასთანავე ვულკანიდან წამოსულმა პიროკლასტურმა ნაკადმა შეიწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე. შაქრის წარმოების ცენტრია. არის გეოლოგიური ლაბორატორია და ვულკანოლოგიური მუზეუმი.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||
---|---|---|---|
სენ-პიერი Saint-Pierre | |||
სენ-პიერი | |||
| |||
ქვეყანა | მარტინიკა | ||
კოორდინატები | 14°44′30″ ჩ. გ. 61°10′33″ დ. გ. | ||
დაარსდა | 1635 | ||
ფართობი | 38.72 კმ² | ||
მოსახლეობა | 4,590 კაცი (2007) | ||
სიმჭიდროვე | 120 კაცი/კმ² | ||
საფოსტო ინდექსი | 97250[1] | ||
ოფიციალური საიტი | saint-pierre-mq.fr | ||
დახურვა