სელიმ II
From Wikipedia, the free encyclopedia
სელიმ II (თურქ. İkinci Selim; დ. 28 მაისი, 1524 — გ. 13 დეკემბერი, 1574) — ოსმალეთის იმპერიის მე-11 სულთანი, ქვეყანას მართავდა 1566-1574 წლებში. სულეიმან I-ისა და ჰიურემის შვილი.
სწრაფი ფაქტები ოსმალეთის მე-11 სულთანი, მმართ. დასაწყისი: ...
სელიმ II | |
---|---|
سليم ثانى | |
ოსმალეთის მე-11 სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1566 |
მმართ. დასასრული: | 1574 |
წინამორბედი: | სულეიმან I |
მემკვიდრე: | მურად III |
სხვა წოდებები: | ისლამის ხალიფა |
რეგენტი: |
სოკოლუ მეჰმედ-ფაშა (1566 – 1574) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 28 მაისი, 1524 |
დაბ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 13 დეკემბერი, 1574 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე: |
ნურბანუ სულთანი სელიმიე სულთანი |
შვილები: |
მურად III შეჰზადე აბდულა შეჰზადე ოსმანი შეჰზადე მუსტაფა შეჰზადე სულეიმანი შეჰზადე მეჰმედი შეჰზადე მაჰმუდი შეჰზადე ჯიჰანგირი შაჰ სულთანი გევჰერჰან სულთანი ესმეჰან სულთანი ფატმა სულთანი |
დინასტია: | ოსმანები |
მამა: | სულეიმან I |
დედა: | ჰიურემ სულთანი |
რელიგია: | ისლამი |
ხელმოწერა: | |
დახურვა
დაიბადა 1524 წელს, სტამბოლში სულეიმან I-ისა და მისი ხარჭის, მომავალში კი კანონიერი მეუღლის ჰიურემ სულთნის ოჯახში. სელიმი მათთვის მეოთხე შვილი და მესამე ვაჟი იყო, ხოლო სულეიმანისთვის — მეხუთე შვილი და მეოთხე ვაჟი (რომელიც იმდროისთვის ცოცხალი ჰყავდა).