სეგოვიის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
სეგოვიის პროვინცია (ესპ. Segovia) შედის კასტილია და ლეონის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 209 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
სეგოვიის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 7 კომარკაში: სეპულვედა, ესპინარი, ტიერა-დე-პინარესი, სანტა-მარია-ლა-რეალ-დე-ნიევა, სეგოვია-ი-სუ-ალფოსი, კოკა და ფრესნო-დე-კანტესპინო.
სეგოვიის პროვინციის ფართობია 6 920 კმ² და 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 153 478 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია სეგოვია, რომელიც ასევე მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდია. სეგოვიის პროვინციის ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია კუელიარი (348,66 კმ²), ხოლო ყველაზე პატარაა — ვენტოსილია-ი-ტეხადილია (5,98 კმ²)[4].