საქართველოს ოქროს ხანა
ისტორიული პერიოდი საქართველოში / From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს ოქროს ხანა — ისტორიული პერიოდი მაღალ შუა საუკუნეებში, XI საუკუნის ბოლოდან XIII საუკუნემდე საქართველოს სამეფოში. ამ დროს ქვეყნის ძალაუფლებამ და განვითარებამ მწვერვალს მიაღწია. გარდა ამისა, სამხედრო ძალით გაფართოებამ გამოიწვია შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის, ფერწერისა და პოეზიის აყვავება, რომელიც გამოიხატა საეკლესიო ხელოვნების განვითარებითა და პირველი საერო ლიტერატურული ნამუშევრების შექმნით.
ვიკიპედიელთა მოსაზრებით ეს სტატია ან სექცია უნდა შეერწყას სტატიას/სექციას საქართველო XII-XIII საუკუნეებში (განხილვა). |
ოქროს ხანა, რომელიც ორ საუკუნეზე დიდ ხანს გაგრძელდა, დაასრულა მომთაბარეთა (როგორებიცაა მონღოლები) შემოსევებმა და ქვეყანაში მათ მიერ გავრცელებულმა შავმა ჭირმა. საქართველო უფრო მეტად შესუსტდა კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, რადგან ამან ბიზანტიის იმპერია, საქართველოს ტრადიციული მოკავშირე, საბოლოოდ გაანადგურა. შედეგად, XV საუკუნის ბოლოს საქართველო დაიშალა და იზოლირებულ ანკლავად გადაიქცა, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამოსცილდა ქრისტიანულ ევროპას და თურქ-ირანული მეზობელი სახელმწიფოებით გარშემორტყმული აღმოჩნდა. საქართველოს ოქროს ხანა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდია, რადგან ამ დროს მისმა ძლიერებამ ზენიტს მიაღწია და დამადასტურებელია ქართველი ერის ანტიკურობისა, რომელსაც საბერძნეთთან და რომთან დიდი კავშირები ჰქონდა.[1]