საფრანგეთ-პრუსიის ომი, ფრანკო-პრუსიული ომი (19 ივლისი 1870—10 მაისი 1871) — კონფლიქტი საფრანგეთსა და პრუსიას შორის, რომლის მიზეზი გახდა ოტო ფონ ბისმარკის მიერ განზრახ დამახინჯებული „ემსის დეპეშა“. ამ უკანასკნელს ზურგს ჩრდილო გერმანიის კავშირი უმაგრებდა, ასევე სამხრეთ გერმანული სახელმწიფოები: ბადენი, ვიურტემბერგი და ბავარია. ომში პრუსიის გამარჯვებას შედეგად გერმანიის გაერთიანება მოყვა, მეფე ვილჰემ პრუსიელის მეთაურობით. ამის შედეგი იყო ასევე ნაპოლეონ III-ის ტახტიდან ჩამოგდება და საფრანგეთის მეორე იმპერიის აღსასრული, რომელიც შეიცვალა მესამე რესპუბლიკით. კონტრიბუციის სახით, გერმანიის მიერ მითვისებულ იქნა თითქმის მთელი ალზას-ლორანის ტერიტორია, რომელიც იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე. ბრძოლებიდან აღსანიშნავია სედანის, ზაარბრიუკენის, მარს-ლა-ტურის და ა. შ.
სწრაფი ფაქტები საფრანგეთ-პრუსიის ომი, თარიღი ...
დახურვა