საფრანგეთის დედოფლების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
საფრანგეთის დედოფლების სიაში წარმოდგენილია იმ ქალების სია, რომლებიც იყვნენ საფრანგეთის მეფეების ან იმპერატორების მეუღლეები. ამ ქალებს ჰქონდათ ან დედოფლის, ან იმპერატრიცის ტიტული. საფრანგეთის ისტორიაში ყველა მონარქი მამაკაცი იყო, თუმცა არსებობს ისეთი იშვიათი გამონაკლისები, როცა ქალმა რეგენტის ტიტული მიიღო და მონარქზე დიდი ძალაუფლება მიიღო. მსგავსი შემთხვევა საფრანგეთის ისტორიაში სულ ცხრა იყო.
საფრანგეთს, მთელი მისი ისტორიის მანძილზე სულ 53 დედოფალი ჰყავდა, აქედან 49 დაქორწინებული იყო მეფეზე და ჰქონდა დედოფლის ტიტული, ხოლო 3 დაქორწინებული იყო იმპერატორზე და მათ იმპერატრიცის ტიტული ჰქონდა. დედოფლებმა ინგებორგ დანიელმა და ანა ბრეტონელმა მოახერხეს და ორჯერ იყვნენ საფრანგეთის დედოფლები. ხოლო დედოფალი მარია ჯუზეპინა სავოიელი დეპუტატიც იყო, როგორც რესპუბლიკურ, ისე იმპერიულ პერიოდში.
1285-1328 წლებში ჟანა I ნავარელისა და ფილიპე IV ფრანგის ქორწინებით საფრანგეთის და ნავარის სამეფოები გაერთიანდნენ. შემდგომში ფილიპესა და ჟანას 3 ვაჟი - ლუი X, ფილიპე V და შარლ IV ამ ორი სახელმწიფოს მეფეები იყვნენ, ხოლო მათი მეუღლეები შესაბამისად საფრანგეთისა და ნავარის დედოფლები იყვნენ. 1328 წელს ნავარის სამეფო განთავისუფლდა. 1589 წელს საფრანგეთის მეფე ხდება, ნავარის მეფე ანრი IV. აქედან მოყოლებული საფრანგეთისა და ნავარის სამეფოები კვლავ გაერთიანდნენ და მათ საერთო დედოფლები ჰყავდათ.
ანრის გარდაცვალების შემდეგ, მის მეუღლეს - მარგარიტა დე ვალუას, კვლავ შეუნარჩუნდა დედოფლის სტატუსი, რომელსაც იგი გარდაცვალებამდე ატარებდა. 1620 წელს ნავარის გვირგვინი საფრანგეთის გვირგვინში გაერთიანდა და მხოლოდ საფრანგეთის დედოფლის ტიტული დარჩა. 1791 წელიდან საფრანგეთის დედოფლები კვლავ იწოდებონენ ნავარის დედოფლებადაც.
საფრანგეთის პირველი დედოფალი იყო ერმენტრუდა ორლეანელი, ხოლო უკანასკნელი - ეუხენია დე მონტიხო, რომელიც მის მეუღლესთან ერთად 1871 წელს ჩამოაგდეს ტახტიდან.