სან-სალვადორი
From Wikipedia, the free encyclopedia
სან-სალვადორი (ესპ. San Salvador) — სალვადორის დედაქალაქი. ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი[1] და უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და ფინანსური ცენტრი.[2] სან-სალვადორის მიტროპოლიტში, რომელიც მოიცავს თავად დედაქალაქს და მისი მუნიციპალიტეტების 13 ნაწილს, ცხოვრობს 2,404,097 ადამიანი. 2011 წლის მონაცემებით, სან-სალვადორის მოსახლეობა 567 698 ადამიანს შეადგენს და ამ მხრივ ის ცენტრალური ამერიკის სიდიდით მე-5 ქალაქია, მისი მეტროპოლიტური არეალი კი ამავე მაჩვენებლით მეორეა რეგიონში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სან-სალვადორი San Salvador | |||||
ზემოთ მარცხნიდან: ალისოს 115; პანორამა; კაპილასი 515 და 525; მსოფლიო სავაჭრო ცენტრი; ტორე ფუტურა; ეროვნული სასახლე; ჩქაროსნული ავტოსტრადა; ფინანსური ცენტრი და ჰილტონი. | |||||
| |||||
ქვეყანა | სალვადორი | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
დეპარტამენტი (სალვადორი)|სალვადორის დეპარტამენტები| დეპარტამენტი | სან-სალვადორისან-სალვადორი (დეპარტამენტი)| სან-სალვადორი | ||||
კოორდინატები | 13°41′24″ ჩ. გ. 89°11′24″ დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | ნორმან კიხანო | ||||
დაარსდა | 1525 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1525 | ||||
ფართობი | 72,27 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 658 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 567 698 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 7486,5 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 2 442 017 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-6 | ||||
ოფიციალური საიტი | sansalvador.gob.sv | ||||
როგორც „ბეტა“ გლობალური ქალაქი, სან-სალვადორი ასევე არის ცენტრალური ამერიკის მნიშვნელოვანი ფინანსური კერა. ქალაქში განთავსებულია Concejo de Ministros de El Salvador (ელ-სალვადორისის სამინისტროების საბჭო), La Asamblea Legislativa (ელ-სალვადორის საკანონმდებლო ასამბლეა), Corte Suprema de Justicia (უზენაესი სასამართლო), აგრეთვე რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სალვადორის მაღალმთიანეთში, პანამერიკულ გზატკეცილზე, მდინარე ამაკასის ხეობაში, გარშემორტყმულია ვულკანებით. სან-სალვადროში წარმოდგენილია მეორე უდიდესი ებრაული საზოგადოება ცენტრალური ამერიკის მასშტაბით.[3] არსებობს მცირე მუსლიმური საზოგადოებაც.
სან-სალვადორი მასპინძლობს სხვადასხვა რეგიონალურ და საერთაშორისო სპორტულ, პოლიტიკურ და სოციალურ ღონისძიებებს. უმასპინძლა ცენტრალური ამერიკის და კარიბულ თამაშებს 1935 და 2002 წელს, ცენტრალური ამერიკის თამაშებს - 1977 და 1994 წელს, აგრეთვე მის სამყაროს - 1995 წელს. სან-სალვადორი ასევე იყო მე-18 იბერო–ამერიკული სამიტის მასპინძელი ქალაქი, რომელიც გაიმართა 2008 წლის 29–31 ოქტომბერს.[4] ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემას (SICA) აქვს თავისი შტაბი სან-სალვადორში.[5] ცენტრალური ამერიკის ეკონომიკური ინტეგრაციის ბანკს (BCIE) ასევე აქვს თავისი შტაბი სან-სალვადორში.