სამი ჰენრის ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
სამი ჰენრის ომი (ფრანგ. Guerre des trois Henri)-ასევე ცნობილი როგორც რელიგიის მერვე ომი(ფრანგ. Huitième guerre de Religion)-გაიმართა 1585–1589 წლებში და იყო მერვე კონფლიქტი საფრანგეთის სამოქალაქო ომების სერიაში, რომელიც ცნობილია როგორც საფრანგეთის რელიგიური ომები. ეს იყო სამმხრივი ომი, რომელშიც ჩართულნი იყვნენ:
- საფრანგეთის მეფე ჰენრი III, რომელსაც მხარს უჭერდნენ როიალისტები და პოლიტიკოსები;
- ნავარის მეფე ჰენრი, მოგვიანებით საფრანგეთის ჰენრი IV, საფრანგეთის ტახტის სავარაუდო მემკვიდრე და ჰუგენოტების ლიდერი, რომელსაც მხარს უჭერდნენ ინგლისის ელისაბედ I და გერმანელი პროტესტანტი მთავრები
- ჰენრი I დე გიზი, გიზის ჰერცოგი, კათოლიკური ლიგის ლიდერი, დაფინანსებული და მხარდაჭერილი ესპანეთის ფილიპე II-ის მიერ.
სამი ანრის ომი | ||||
---|---|---|---|---|
კოუტრასის ბრძოლა | ||||
თარიღი | 1585–1589 | |||
მდებარეობა | საფრანგეთი | |||
შედეგი |
ჰენრი ნავარელი ხდება საფრანგეთის მეფე
| |||
მხარეები | ||||
| ||||
მეთაურები | ||||
|
ომის გამომწვევი მიზეზი იყო სამეფო მემკვიდრეობის კრიზისი. 1584 წლის 10 ივნისს მემკვიდრის, ფრენსის, ანჟუს ჰერცოგის (ჰენრი III-ის ძმა) გარდაცვალებამ პროტესტანტი ჰენრი ნავარელი უშვილო ჰენრი III-ის ტახტის მემკვიდრედ აქცია. 1584 წლის 31 დეკემბერს კათოლიკური ლიგა ჟოინვილის ხელშეკრულებით შეუერთდა ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს. ფილიპეს სურდა შეეკავებინა მისი მტერი, საფრანგეთი და ხელი არ შეეშალა ესპანეთის არმიისთვის ნიდერლანდებში.
ომი დაიწყო მაშინ, როდესაც კათოლიკურმა ლიგამ დაარწმუნა (ან აიძულა) მეფე ჰენრი III გამოეწერა ნემურის ხელშეკრულება (7 ივლისი 1585), ედიქტი, რომელიც აკრძალავდა პროტესტანტობას და გააუქმა ჰენრი ნავარელის უფლება ტახტზე. 1585 წლის სექტემბერში, პაპმა სიქსტუს V-მ განკვეთა როგორც ჰენრი ნავარიელი, ასევე მისი ბიძაშვილი და წამყვანი გენერალი კონდე, რათა ისინი სამეფო მემკვიდრეობიდან ჩამოეშორებინათ.