სამეფო ოპერის თეატრი, ვალეტა
From Wikipedia, the free encyclopedia
სამეფო ოპერის თეატრი, ასევე ცნობილი როგორც სამეფო თეატრი (მალტ. It-Teatru Rjal, იტალ. Teatro Reale) — ოპერის თეატრი ვალეტაში, მალტა. იგი შეიქმნა ინგლისელი არქიტექტორის ედვარდ მიდლტონ ბარის მიერ და აშენდა 1866 წელს. 1873 წელს მისი ინტერიერი ხანძრისგან საკმაოდ დაზიანდა, მაგრამ საბოლოოდ აღდგა 1877 წელს. მეორე მსოფლიო ომის დროს თეატრმა პირდაპირი დარტყმა მიიღო საჰაერო დაბომბვის შედეგად. განადგურებამდე ის ვალეტაში ერთ-ერთი ულამაზესი და ხატოვანი შენობა იყო.[1] თეატრის აღდგენის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, იტალიელმა არქიტექტორმა რენცო პიანომ შექმნა შენობის აღდგენის ნახაზი და 2013 წელს მან კვლავ დაიწყო ფუნქციონირება სახელწოდებით Pjazza Teatru Rjal.[2]
სწრაფი ფაქტები სამეფო ოპერის თეატრი, ალტერნატიული სახელები ...
სამეფო ოპერის თეატრი | |
---|---|
ალტერნატიული სახელები | Pjazza Teatru Rjal |
ზოგადი ინფორმაცია | |
სტატუსი | ოპერის თეატრი |
ქვეყანა | მალტა |
ქალაქი | ვალეტა |
მისამართი | რესპუბლიკის ქუჩა |
კოორდინატები | 35°53′47″ ჩ. გ. 14°30′37″ ა. გ. |
დაიწყო | 1866 |
დასრულდა | 1866 |
ზომები და ტექნიკური დეტალები | |
ტევადობა | 1295 |
არქიტექტორ(ებ)ი | ედვარდ მიდლტონ ბარი |
საიტი | |
pjazzateatrurjal.com |
დახურვა