სამბალესი
From Wikipedia, the free encyclopedia
სამბალესი (ტაგალ. Lalawigan ng Zambales; ილოკ: Probinsia ti Zambales; პან: Luyag na Zambales) — ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს ცენტრალური ლუსონის რეგიონში. პროვინციის დედაქალქია იბა, რომელიც პროვინციის ცენტრში მდებარეობს. სამბალესის ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით პანგასინანი მდებარეობს, აღმოსავლეთით — ტარლაკი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — პამპანგა, სამხრეთით — ბატაანი, ხოლო დასავლეთით — დასავლეთ ფილიპინის ზღვა. პროვინციის ფართობი 3 830.83 კმ²-ია (დამოუკიდებელ ქალაქ ოლონგაპოს ჩათვლით). ცენტრალური ლუსონის პროვინციებს შორის სამბალესი მეორე ადგილზეა ფართობის მიხედვით, ნუევა-ესიხას შემდეგ. პროვინციაში უხვად იზრდება მანგო, განსაკუთრებით იანვრიდან აპრილამდე პერიოდში.
სწრაფი ფაქტები ადმინისტრაციული ერთეული, ქვეყანა ...
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
სამბალესი | |||||
| |||||
ქვეყანა | ფილიპინები | ||||
ადმ. ცენტრი | იბა (სამბალესი) | ||||
შიდა დაყოფა | სუბიკი (სამბალესი), კასტილიეხოსი, სან-მარსელინო (სამბალესი), სან-ანტონიო, სან-ნარსისო (სამბალესი), სან-ფელიპე (სამბალესი), კაბანგანი, ბოტოლანი, იბა (სამბალესი), პალაუიგი, მასინლოკი, კანდელარია (სამბალესი), სანტა-კრუსი (სამბალესი) და ოლონგაპო | ||||
კოორდინატები | 15°20′00″ ჩ. გ. 120°10′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Hermogenes Ebdane | ||||
დაარსდა | 1578 | ||||
ფართობი | 3645.83 კმ² | ||||
მოსახლეობა | 649 615 (1 მაისი, 2020)[1] | ||||
სატელეფონო კოდი | 47 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.zambalesnow.com | ||||
| |||||
დახურვა