სალვადორ ალიენდე
From Wikipedia, the free encyclopedia
სალვადორ ალიენდე გოსენსი (ესპ. Salvador Allende Gossens; დ. 26 ივნისი, 1908[1][2][3] — გ. 11 სექტემბერი, 1973) — ჩილელი სოციალისტი, პოლიტიკოსი და ფიზიკოსი. ჩილეს პრეზიდენტი 1970-1973 წლებში და კოალიციური მთავრობის მეთაური. ალიენდე იყო ლათინური ამერიკის პირველი მარქსისტი პრეზიდენტი, რომელიც ლიბერალ დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნების გზით მოვიდა ხელისფულებაში.
სალვადორ ალიენდე გოსენსი | |
სალვადორ ალიენდე 1970 წელს | |
ჩილეს 28-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1970 წლის 3 ნოემბერს – 1973 წლის 11 სექტემბერს | |
წინამორბედი | ედუარდო ფრეი მონტალვა |
მემკვიდრე | აუგუსტო პინოჩეტი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1966 წლის 27 დეკემბერი – 1969 წლის 15 მაისი | |
წინამორბედი | ტომას რეისეი |
მემკვიდრე | ტომას პაბლო ელორზა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1938 წლის 28 აგვისტო – 1942 წლის 2 აპრილი | |
პრეზიდენტი | არტურო ალესანდრი პალმა და პედრო აგირე სერდა |
წინამორბედი | მიგაელ ეხტებარნე |
მემკვიდრე | ედუარდო ესკუდერო |
დაბადებული | 1908 წლის 26 ივნისი სანტიაგო, ჩილე |
გარდაცვლილი | 1973 წლის 11 სექტემბერი სანტიაგო, ჩილე |
ეროვნება | ჩილელი |
პოლიტიკური პარტია | სახალხო ფრონტი |
წოდება | მისი აღმატებულება |
პროფესია | ექიმი |
ხელმოწერა | |
საიტი | fundacionsalvadorallende.cl |
ალიენდე ჩილეში პოლიტიკოსად ორმოცდაოთხ წელზე მეტს მოღვაწეობდა. ამ პერიოდში მას ეკავა სენატორის, მინისტრის მოადგილისა და მინისტრის პოსტები. სოციალისტური პარტიის სახელით მონაწილეობა მიიღო 1952, 1958 და 1964 წლის არჩევნებში და ყოველჯერზე მარცხი განიცადა. 1970 წელს მან მოიგო სამკანდიდატიანი საპრეზიდენტო ბრძოლა. არჩევნებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა საკმარისი ხმების რაოდენობა. შესაბამისად, ჩილეს კონგრესის უმრავლესობამ მხარი ალიენდეს დაუჭირა.
პრეზიდენტობისას, ალიენდემ მოახდინა ადგილბრივი საწარმო-ინდუსტრიების ნაციონალიზაცია, განათლების სისტემის რეფორმირება და გააუმჯობესა მუშათა კლასის ცხოვრების ხარისხი. 1973 წლის 11 სექტემბერს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს წაქეზებითა და დახმარებით, ჩილეს სამხედროებმა ძალადობრივი გზით დაამხეს ალიენდეს ხელისუფლება. ალყაშემორტყმული საპრეზიდენტო სასახლიდან, ლა მონედან, ალიენდემ რადიოთი საბოლოოდ მიმართა ჩილელ ერს. იმავე დღესვე, ჩილეს საგამოძიებო სამსახურისა და საერთაშორისო ექსპერტების 2011 წლის ოფიციალური დასკვნის თანახმად, სალვადორ ალიენდემ თავი მოიკლა.
ალიენდეს გარდაცვალების შემდგომ, ძალაუფლება ხელთ იგდო სამხედრო საბჭომ (ხუნტამ), რომელმაც პრეზიდენტის პოსტი გენერალ აუგუსტო ხოსე რამონ პინოჩეტ უგარტეს გადააბარა. ეს უკანასკნელი კი, ხელისუფლების სათავაში 1990 წლამდე დარჩა. სამხედრო საბჭომ დაშალა კონგრესი, შეაჩერა კონსტიტუცია და დაიწყო ოპონენტების მასობრივი დევნა. საბოლოოდ გაუჩინარებული და პინოჩეტის რეჟიმს შეწირული ხალხის რაოდენობამ 3,095 კაცს მიაღწია.