საიდუმლო კუნძული
From Wikipedia, the free encyclopedia
„საიდუმლო კუნძული“ (ფრანგ. L'Île mystérieuse) — ჟიულ ვერნის რომანი, გამოქვეყნებული 1875 წელს. პირველი გამოცემა,რომელიც ჰეცელმა გამოსცა, შეიცავს ჟიულ ფერას ილუსტრაციებს. რომანი არის ვერნის ორი ცნობილი რომანის, „ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ" (1870) და „კაპიტან გრანტის შვილები“ (1867–68), კროსოვერი და გაგრძელება, თუმცა მისი თემები რადიკალურად განსხვავდება ამ ნაწარმოებებისგან. რომანის ადრეულ პროექტს, რომელიც უარყო ვერნის გამომცემელმა და მთლიანად ხელახლა იქნა გადააზრებული გამოქვეყნებამდე, ეწოდებოდა „ჩაძირულთა ოჯახი: უკაცრიელ კუნძულზე ძია რობინზონთან ერთად“, რაც მიუთითებს რომანების „რობინზონ კრუზოს“[1] და „შვეიცარიელი რობინზონების ოჯახის“ გავლენას.[2] მსგავსი თემა ვერნმა ასევე განავითარა თავის რომანში „გოდფრი მორგანი“ (ფრანგ. L'École des Robinsons, 1882).[3]
საიდუმლო კუნძული | |
---|---|
სრული სათაური | The Mysterious Island |
საერთო სათაური | საიდუმლო კუნძული |
ჟანრი | სათავგადასავლო |
ავტორი | ჟიულ ვერნი |
მშობლიური ენა | ფრანგული |
დაწერის ადგილი | საფრანგეთი |
გამოცემულია | 1875 |
წინა | ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ და ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო |
შემდეგი | The Survivors of the Chancellor |
საიდუმლო კუნძულის ქრონოლოგია შეუთავსებელია „რომანთან ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ“, რომელიც 1866 წელს იწყება, ხოლო საიდუმლო კუნძული ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, მაგრამ სავარაუდოდ უნდა ხდებოდეს რომანიდან „ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალ ქვეშ“ 16 წლის შემდეგ.