რუსაკოვის სახელობის კულტურის სახლი
From Wikipedia, the free encyclopedia
რუსაკოვის სახელობის კულტურის სახლი (რუს. Дом культуры имени Русакова) — სამუშაო კლუბის შენობა მოსკოვის სტრომინკასა და ბაბაევსკის ქუჩის კვეთაზე, რომელიც 1929 წელს, კომუნალური სამსახურის მუშებისთვის აშენდა. შენობის პროექტი ეკუთვნის გამოჩენილ არქიტექტორ კონსტანტინ მელნიკოვს.
სწრაფი ფაქტები რუსაკოვის სახელობის კულტურის სახლი Дом культуры имени Русакова, მდებარეობა ...
რუსაკოვის სახელობის კულტურის სახლი Дом культуры имени Русакова | |
---|---|
მდებარეობა | მოსკოვი, რუსეთი |
არქიტექტორი | კონსტანტინე მელნიკოვი |
მოქანდაკე | კონსტანტინე მელნიკოვი |
სტილი | ავანგარდიზმი |
დაწყების თარიღი | 1927 |
დასრულების თარიღი | 1929 |
მდგომარეობა | გარემონტებული |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7701551000 |
დახურვა
რუსაკოვის სახელობის კულტურის სახლი შენობა მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც საბჭოთა ავანგარდის არქიტექტურული ძეგლი, რომელიც გამოირჩევა უნიკალური სივრცითი კომპოზიციით, შემონახული მხატვრული გამოსახულებით და ინოვაციური კონსტრუქციული გადაწყვეტილებებით.[1][2]