რუმინეთის ისტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
2002 წელს რუმინეთის ტერიტორიაზე, პეშტერა-კუ-ოასეს (რუმ. Peștera cu Oase - გამოქვაბული ძვლებით) გამოქვაბულში, დაახლოებით 40 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის ნაშთები აღმოაჩინეს.[1] ეს ნარჩენები არის ევროპაში აღმოჩენილ ჰომო საპიენსის ნაშთებს შორის ერთ-ერთი უძველესი. ამის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ევროპის კონტინენტზე ადამიანების შესვლა მოხდა დღევანდელი რუმინეთის ტერიტორიის გავლით.[2] ერთ-ერთი განამარხებული ნივთი, რომელიც არის მამაკაცის ქვედა ყბა, თარიღდება 34,000 - 36,000 წლით. შესაბამისად ის არის ევროპაში აღმოჩენილი თანამედროვე ადამიანის ერთ ერთი უძველესი განამარხებული ნივთი.[3] 2003-2005 წლებში იქვე აღმოჩენილი თავის ქალა შეიძლება ეკუთვნოდეს როგორც თანამედროვე ადამიანს, ასევე ნეანდერტალელსაც. ერიკ ტრინკაუსმა და სხვა მკვლევარებმა 2007 წელს Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნეს წერილი, სადაც გაკეთებულ აღმოჩენებზე დაყრდნობით გააკეთეს დასკვნა, რომ ამ ტერიტორიაზე ათასწლეულების წინ ორივე ჯგუფი ცხოვრობდა.